ხელი ხელს თბილისის სახლის მცხოვრებლები ფოტოგრაფმა Maurice Wolf-მა
Monday, November 14, 2016
Tuesday, October 25, 2016
დათო კალანდაძის ფოტოისტორია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისების მხარდაჭერისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ადვოკატირებისთვის National Geographic Magazineფოტოგრაფის Ami Vitale ფოტოისტორიების კვირეული გრძელდება.
Open Society Foundations მორიგ ფოტოისტორიას აქვეყნებს.
🎉 დათუნას ჯადოსნური დღე
”ბამბის ნაყინისა და ატრაქციონების გარეშე არ სრულდება ზღაპრული დღე.
თბილისში საქართველოში, ხელი ხელს საოჯახო ტიპის საცხოვრისებში შთაბეჭდილებებით სავსე კვირა გავატარე ზაფხულში. სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ვიღებდი, რომლებიც ინსტიტუციებში ცხოვრების ერთფეროვნების შემდეგ იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას.
ორგანიზაციის ”ხელი ხელს” მიზანია დაეხმაროს ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობით ინსტიტუციებიდან გამოსვლაში შეუქმნას მზრუნველი გარემო და მხარი დაუჭიროს მათ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე”
გიორგი ალიაშვილის ფოტოისტორია
"შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრება არ ნიშნავს იცხოვრო მხიარულების, შინაარსის და ბედნიერების გარეშე. ამ ზაფხულს საინტერესო კვირა გავატარე ისეთ ადამიანთან, როგორიცაა გიორგი, არასამთავრობო ორგანიზაციაში „ხელი ხელს“, თბილისში, სადაც აღვბეჭდავდი შშმ პირების ისტორიებს, რომელთა ცხოვრებაც შინაარსიანია, რადგან ცხოვრობენ სახლებში და არა დიდ ინსტიტუციებში. „ ხელი ხელს “-ს მიზანია შექმნას მოსიყვარულე, ჯანმრთელი გარემო და დიდი ინსტიტუციებიდან გადმოიყვანონ ხალხი სახლებში, რათა მათ იცხოვრონ ნორმალურად"
ეს AMI VITALE-ა NATIONAL GEOGRAPHIC ფოტოგრაფი OPEN SOCIETY FOUNDATIONS-ის პროექტით, რათა გაგიზიაროთ ამ კვირის დავალება დინსტიტუციონალიზაციაზე და ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე პირებზე ზრუნვის შესახებ. მისი ფოტოპროექტის მასპინძელი ხელი ხელს ორგანიზაცია იყო.
მაია შიშნიაშვილი
ხელი ხელს "ღია საზოგადოება ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის" ცნობილი ფოტოგრაფი ემი ვიტალე სტუმრობდა.
ორგანიზაცია თავისი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ემი ვიტალეს ფოტოს ჩანაწერებით.
პირველი ჩანაწერი ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელ მაია შიშნიაშვილსა და მის შვილ ლევანს ეძღვნება:
"ლევანის სიყვარული მე მაძლევს ძალას, რომ ვიბრძოლო ცვლილებებისთვის. მან ჩამომაყალიბა მე ასეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ. როდესაც მე ვიღლები, ის მეხუტება და ეს დაღლაც ქრება და მე ვიწყებ ისევ ბრძოლას" - მაია შიშნიაშვილი
"ხელი ხელს" ორგანიზაციის მიზანია დიდი ინსტიტუციებიდან საოჯახო ტიპის გარემოში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების გადაყვანა. ისინი იწყებენ ნომრალურ ცხოვრებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთვებიან.
შესაძლებელია ისეთი მსოფლიოს შექმნა, სადაც პატივს ვცემთ შესაძლებლობებს, გვაქვს თავისუფლება, არჩევანი, ღირსება და ჩვენი ცხოვრების მართვის უფლება."
Sunday, October 16, 2016
პოლონელების მეორე ჯგუფის სტუმრობა
ხელი ხელს უცხოელი სტუმრების მიღებას განაგრძობს.
ეს პოლონელების უკვე მეორე ჯგუფის სტუმრობაა.
ამჯერად, ჩვენი საოჯახო ტიპის თბილისის სახლებში გვესტუმრნენ.
ეს, ორივე მხარისთვის გამოცდილების გაზიარებისა და მომსახუების გაუმჯობესების კარგი შესაძლებლობაა
Tuesday, October 11, 2016
სტატია ჟურნალ "ინდიგოს" საიუბილეო ნომერში - "ხელი ხელს"
ეს ჟურნალ ინდიგოს საიბილეო ნომრის ყდაა. ამ ნომერში მოხვდა სტატია ჩენი საოჯახო ტიპის საცხოვრებლებზე.
სტატიის ავტორი ნათია ახალაშვილი
Monday, October 10, 2016
ფსიქიკური დაავადება
10 ოქტომბერი ფისქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა.
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირია და მდგომარეობების ფართო სპექტრს, უბრალო „შიშებით“ (ფობიებით) დაწყებული სერიოზული ფსიქიკური პრობლემებით დამთავრებული (შიზოფრენია, დეპრესია, მანიაკურ-დეპრესიული სინდრომი...), მოიცავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აღენიშნება. საქართველოში კი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 78 ათასზე მეტი შემთხვევაა აღნუსხული.
მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაემართოს სხვას, მაგრამ არა „მე“:
გლობალურად, თითქმის ყოველი მეოთხე ოჯახი გარკვეული თვალსაზრისით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პირისპირ დგას: ასაკი, კულტურა, რასა, სქესი, რელიგია, განთლება თუ ფინანსური მდგომრეობა ფსიქიკური დაავადებებისთვის შემზღუდველ ფაქტორს არ წარმოადგენს. არავინაა დაზღვეული დაავადებისაგან, რომელიც სტატისტიკურად 4-დან 1 ადამიანს ცხოვრების ამათუიმ ეტაპზე უვლინდება. ეს არის პრობლემა, რომელიც გვეხება ყველას - მე, შენ და მას!
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე:
პრობლემის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით, 1992 წლიდან ყოველწლიურად, 10 ოქტომბერს, აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მსოფლიოს მასშტაბით მხარდამჭერი ღონისძიებების მობილიზება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღის თემაა – პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც ამავდროულად სოციალურ მხარდაჭერასაც მოიაზრებს.
ფსიქიკური ჯანრთელობის მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და სიყვარული ის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია, რომელიც განაპირობებს ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული სტერეოტიპებისა და სტიგმის მსხვრევას, რაც პირდაპირ აისახება მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ავტორი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
Wednesday, October 5, 2016
"ხელი ხელს" ჟურნალ "ინდიგოს" საიუბილეო ნომერში
ადამიანებს ხშირად ადამიანებთან ურთიერთობა ყველაფერს ურჩევნიათ
ხელი ხელს, გურჯაანის საოჯახო ტიპის სახლის მცხოვრებლებმა ჟურნალ "ინდიგოს" ჟურნალისტს, ნათია ახალაშვილს Natia Akhalashvili გული წიგნივით გადაუშალეს.
კითხვებითაც აავსეს, პასუხებითაც, ქათინაურებითაც და თავიანთი ამბებითაც.
ასე, სავსე გულით დაწერილი ამბავია აქ გამოფენილი
იპოვეთ ხელი ხელს, სხვა ცვლილებებისმოყვარე ადამიანებთან და ამბებთან ერთად, ჟურნალ ინდიგო • Indigo-ს საიუბილეო "თავდაყირა" ნომერში
Monday, October 3, 2016
მაჟორიტარობის კანდიდატის სტუმრობა თბილისში
ხელი ხელს საოჯხაო ტიპის სახლს, მუხიანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობერიძე ესტუმრა.
ჩვენმა ბენეფიციარებმა სტუმარს თავიანთი ფიქრები და კითხვები გაუნაწილეს.
ერთი საოჯახო ტიპის გარემოსა და თავშესაფრების სხვაობაზე ელაპარაკა, მეორემ სწავლის ამბები უამბო, მესამემ თავისი მომზადებული ჩაი მიართვა. სტუმარმასპინძლობას “ხელი ხელს” საოჯახო ტიპის სახლების დამფუძნებელი მაია შიშნიაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც საცხოვრებლის შექმნის, განვითარების, უნიკალური მოდელისა და საჭიროებების შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატს ინფორმაცია გაუზიარა.
ერთი საოჯახო ტიპის გარემოსა და თავშესაფრების სხვაობაზე ელაპარაკა, მეორემ სწავლის ამბები უამბო, მესამემ თავისი მომზადებული ჩაი მიართვა. სტუმარმასპინძლობას “ხელი ხელს” საოჯახო ტიპის სახლების დამფუძნებელი მაია შიშნიაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც საცხოვრებლის შექმნის, განვითარების, უნიკალური მოდელისა და საჭიროებების შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატს ინფორმაცია გაუზიარა.
უკვე მე-5 წელია ამ მომსახურების დაწყების, ზრდისა და განვითარებიდან. წინსვლა ნაბიჯ-ნაბიჯ თვალსაჩინოვდება. ახლა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი (შეიცარია, ყირგიზეთი, პოლონეთი) ჩვენი მომსახურების გამოცდილების გასაზიარებლად გვსტუმრობს და თავისთან გვეპატიჟება.
ამჟამად, “ხელი ხელს” 5 სახლში, გურჯაანსა და თბილისში, სულ 20 ადამიანი ცხოვრობს. მათმა უმრავლესობამ ჩვენი მომსახურების დახმარებით თავი თავშესაფარში გაბატონებულ იზოლაციას დააღწია და საზოგადოებას დაუბრუნდა, როგორც ამ საზოგადოების ღირსეული და თანასწორი წევრი. ისინი მხარდამჭერის მიღების გარდა თავადაც სწავლობენ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას
ამჟამად, “ხელი ხელს” 5 სახლში, გურჯაანსა და თბილისში, სულ 20 ადამიანი ცხოვრობს. მათმა უმრავლესობამ ჩვენი მომსახურების დახმარებით თავი თავშესაფარში გაბატონებულ იზოლაციას დააღწია და საზოგადოებას დაუბრუნდა, როგორც ამ საზოგადოების ღირსეული და თანასწორი წევრი. ისინი მხარდამჭერის მიღების გარდა თავადაც სწავლობენ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას
ჩვენი სახლის კარი ყველასთვის ღიაა, განურჩევლად, სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებისა.
პატივისა და გულისცემით,
“ხელი ხელს”
“ხელი ხელს”
Monday, August 22, 2016
ჟურნალისტობანა
ხელი ხელს საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ გიორგი ალიაშვილს ჟურნალისტის პროფესიის სამოსივით მორგება უყვარს. სარკის წინ, ის სხვადასხვა გადაცემისა და ტელეარხის ჟურნალისტს წარმოადგენს.
გიორგი და ჩვენი კომუნიკაციის მენეჯერი დროდადრო ჟურნალისტობანას თამაშობენ.
გთავაზობთ ამონარიდს ერთერთი "ინტერვიუდან". გიორგიმ ამ შემთხვევაში რესპონდენტობა და კითხვებზე პასუხი არჩია
- კოსმოსზე რას ფიქრობთ?
- მთვარეზე მინდა 1 დღით, რომ ვარსკვლავებს ახლოდან მოვუსმინო. ისინი თან კაშკაშებენ და თან ხმაც აქვთ,
- დღე და ღამე რატოა?
- იმიტო რომ დედამიწა მრგვალია და ტრიალებს მზის და მთვარის გარშემო.
- ღმერთი რა არის?
- ღმერთი? სიყვარული, სიხარული, სიკეთე ბედნიერება, ბოროტის გარდა ყველაფერი.
- ყვავილები რაღაა?
- ყვავილები, ყვავილები ძალიან საყვარლებია, ხელში აიტაცებ და ჩაიხუტებ
- ყვავილები, ყვავილები ძალიან საყვარლებია, ხელში აიტაცებ და ჩაიხუტებ
Monday, July 18, 2016
დაბადების დღეები
დათო დროდადრო ყვავილებს ნუნუ ბებოსთვის ყიდულობს. დაბადების დღეს ულოცავს. მერე რა რომ დაბადების დღეს წელიწადში ხშირად ერთხელ აღვნიშნავთ. ბედნიერებაა, როცა დაბადებას ერთ წელში რამდენჯერმე გილოცავენ.
დათო "ხელი ხელს" საოჯახო ტიპის საცხოვრებელში უკვე წელიწადზე ცოტა მეტია ცხოვრობს. რამდენიმე თვეა რაც დასაქმებულია.
ხელი ხელს ხელს უწყობს საზოგადოებრივ საქმიანობაში დათოს ჩართულობას, ეხმარება სამსახურში სიარულსა და ხელფასის საჭიროების მიხედვით გადანაწილებაში
დაბადების დღეს ვინ რამდენჯერ აღნიშნავს რა მნიშვნელობა აქვს. მთავრია გახსენება, მილოცვა, ბედნიერება და დაბადებისდღეებიც ყვავილებივით გაფერადდება
Thursday, July 7, 2016
საუკეთესო დღე შვეიცარიაში
გუშინ, ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო
დღე მქონდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი მცირე
სახლები მოვინახულე. პრინციპები იგივე გვაქვს, რაც „ხელი ხელს“ სახლებშია: მოსარგებლეების (შშმ პირების) გაძლიერება, თვითგამორკვევის ხელშეწყობა, დამოუკიდებლობის მიღწევაში
დახმარება, არჩევანების შესაძლებლობები... თუმცა, განსხვავებებიც არსებობს. აქ 20 წლის
წინ დაიწყეს. თავდაპირველად 12 ადამიანი ყოფილა ერთ სივრცეში. დრომ აჩვენა ცვლილების
საჭიროება - მაქსიმალური რაოდენობა 7-მდე შემცირდა, მაგრამ დღეს ფიქრობენ, რომ ესეც
ბევრია ეფექტურობისა და მეტი სიმყუდროვისთვის. "ხელი ხელს" ჯერ 5 წლის ხდება და ჩვ ენს საოჯახო სახლებში 5-მდე ადამიანი ცხოვრობს.
ყველა მცხოვრები საოჯახო საქმიანობაშია ჩართული.
მომსახურების მოთხოვნაა, რომ ისინი სამუშაოთიც იყვნენ დაკავებული, კონკრეტულად კი სამუშაო დღის
50% სამსახურს მიუძღვნან, 50% კი - სახლში ფუსფუსს. მომსახურე პერსონალი თითოეული
მათგანის საჭიროებებს აფასებს. შემდეგ კი ამ საჭიროებებს პასუხობენ. აკეთებენ იმას
რაც მცხოვრებლებს ესაჭიროება, და არა იმას, გარედან ვინ, რას და როგორ ჩათვლის საჭიროდ
ყველაზე მეტად თვალი მომტაცა და გული დამწყვიტა იმან,
თუ როგორაა ადაპტირებული გარემო ფიზიკური მობილობის შესაძლებლობების მისაცემად. რამდენიმე
სურათიც გადავიღე. იმედია ოდესმე ასეთი შესაძლებლობი საქართველოშიც გვექნება და შესაბამისად,
ფიზიკური მდგომარეობა, სერვისის მისაწოდებლად, ჩვენთვის გადაულახავი ბარიერი აღარ გახდება.
ეს კი რამდენიმე სურათია ერთ-ერთი სახლიდან. სამწუხაროდ
ნებართვის აღება ვერ მოვასწარი იქაური მცხოვრებლებისგან, ამიტომ ერთობლივ სურათს ვერ
ვდებ. სამაგიეროდ ჯონს და მარტინს გაგაცნობთ. ჯონი სოციალური პედაგოგია. თვალებში ვარსკვლავები
უციმციმებს, როცა ინკლუზიის მნიშვნელობაზე, საზოგადოებაში ცხოვრების უფლებებზე ვსაუბრობთ.
მარტინი მოთოკილი ემოციით გვეთანხმება. მოკლედ, ერთ მხარეს ვართ.
და ბოლოს ერთი ქალაქის რამდენიმე სურათი. ასეთი სტუმრობებისას,
რამდენიმე წუთს ქალაქის დასათვალიერებლად და გულისცემის მოსასმენად ყოველთვის „ვიპარავ“...
მაია შიშნიაშვილი, „ხელი ხელს“ დამფუძნებელი
Wednesday, July 6, 2016
შვეიცარიული გამოცდილება
სრულიად შემთხვევით "ARTAS Foundation-ის" წარმომადგენლებს შევხვდი ორიოდ თვის წინ. შევეიცარიასა და საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ ამბები გავცვალეთ, დაინტერესდნენ "ხელი ხელს" საცხოვრისებით. ცოტა ხნის მერე სპეციალურად ჩამოვიდნენ,
Monday, July 4, 2016
ფოტოგრაფიის სამყაროში
ეს ხელი ხელს საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ქრისტინეს, დათოსა და გიორგის გადაღებული ფოტოებია.
პირველი ნაბიჯი ფოტოგრაფიის სამყაროში. მათ თბილისის ქარვასლაში მეგობრებთან ერთად გამოფენაც კი ქონდათ. ისინი ამაყები და ბედნიერები იყვნენ.
პირველი ნაბიჯი ფოტოგრაფიის სამყაროში. მათ თბილისის ქარვასლაში მეგობრებთან ერთად გამოფენაც კი ქონდათ. ისინი ამაყები და ბედნიერები იყვნენ.
Wednesday, June 29, 2016
ბედნიერების დღესასწაული
ხელი ხელს საოჯახო ტიპის საცხოვრებლების გურჯაანში მცხოვრებ ბენეფიციარებს თელავის თეატრმა უმასპინძლა. თბილისიდან ჩამოსულმა დასმა ნ. დუმბაძის ,,ბოშები" წარადგინა. რეჟისორი - ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი. შესანიშნავი სპექტაკლი იყო, ერთი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ნამდვილი მსახიობებივით თამაშობდნენ
ვალოდია ერთერთი მსახიობის, გიგო შიუკაშვილის დედას მადლობას უხდის და კომპლიმენტებით ავსებს
Wednesday, June 22, 2016
Sunday, June 12, 2016
"რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა"
რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა
დღეს, გიორგი ღვინიაშვილის დაბადების დღეა. ის სოციალურ საწარმო ბაბალეში სწავლობს. გიორგი დღითი დღე უფრო დამოუკიდებელი, ხალისიანი და მიზანდასახული ხდება. ხელი ხელს ულოცავს გიორგის დაბადების დღეს
ჯერ საოჯახო გარემოში მიულოცეს მეგობრებმა და ასისტენტებმა, 2 დღის შემდეგ კი ბაბალეში კოლეგებმა და მასწავლებლებმა
დაბადების "დღეებმა", ხალისით, სიყვარულით და ღიმილით ჩაიარა
დაბადების "დღეებმა", ხალისით, სიყვარულით და ღიმილით ჩაიარა
8.06.16
Thursday, June 9, 2016
Tuesday, May 31, 2016
"ქალაქი, რომელსაც უყვარხარ"
ბარსელონა, ქალაქი
რომელსაც უყვარხარ! დადიხარ ქუჩებში და ფიქრობ, თუ როგორი მოსახერხებელია ქუჩებში სეირნობა,
ისტორიული თუ კულტურული ადგილების მონახულება, ფეხით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით
გადაადგილება, ქუჩები სრულიად ადაპტირებული, ტრანსპორტით და ადამიანური თანასწორობით
Monday, February 29, 2016
საზოგადოებაში ბრუნდებიან
"ხელი ხელს" საოჯახო ტიპის თბილისის სახლში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა სპექტაკლი "კუკარაჩა" ნახა. ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სტუმრობა, მეტია ვიდრე სპექტაკლის ნახვა. ეს ადანიამები, თავშესაფარში წლობით ცხოვრების შემდეგ საზოგადოებაში ბრუნდებიან
Wednesday, February 17, 2016
მეც მაგინეთ
1 ამბავი მინდა გაგიზიაროთ.
ხელი ხელს, საზოგადოებაში ჩართულობის მხარდამჭერი ორგანიზაციაა. ორგანიზაციის საოჯახო ტიპის სახლებში სრულწლოვანი მცირე ინტელექტუალური დარღვევების მქონე ადამიანები ცხოვრობენ. ზოგიერთი - დამოუკიდებლობასთან, ზოგერთი - ხელოვნებასთან, ცხოველებთან, ადამიანებთან, ყვავილებთან, ღირსებასთან, განვითარებასთან მეგობრობს.
ამ ორიოდე დღის წინ საოჯახო ტიპის სახლის ერთერთ მცხოვრებს უბნის საფეხბურთო მოედანზე აგინეს. ყოველგვარი მიზეზის გარეშე. უფრო სწორად მიზეზი არსებობდა. გართობა. აგინეს და იცინეს. აგინეს და იცინეს. ამ საქმეში როგორც აღმოჩნდა, არასრულწოვანი და სრულწლოვანის ხელიც ერია.
დაზარალებულმა იტირა. იტირა გარეთაც და სახლშიც. აგინეს დედა, რომლის ნახვასაც ნატრობს.
ერთერთ თავის შეურაცხმყოფელს დაზარალებულმა, მეორე დღეს, სამარშუტო ტაქსიში ფული გადაუხადა. წყენა გულში დაიტოვა. უბნის საფეხბურთო მოედანზე სიარულიც გააგრძელა და დამოუკიდებლობასთან, სიყვარულთან, სიკეთესთან, განვითარებასთან, წინსვლასთან მეგობრობაც. მერე რა რომ მცირე ინტელექტუალური დარღვევა აქვს. მეც მაქვს მხედველობის მცირე დარღვევა.
მოდი, მეც მაგინეთ
გიორგი ლიპარიშვილი
ხელი ხელს კომუნიკაციის მენეჯერი, მხარდამჭერი
ხელი ხელს კომუნიკაციის მენეჯერი, მხარდამჭერი
Sunday, February 7, 2016
ქვეყანა, სადაც უპრობლემო ადამიანები უყვართ
რამდენიმე წლის უკან ჩემი შვილის სინდრომის განკურნების გზა იპოვეს – თაგვებში. კვლევამ ადამიანებში ვერ გადმოინაცვლა. „წამლის“ ტვინამდე მიყვანის გზები ვერ იპოვეს.
გუშინ წავიკითხე, სულ ახლახან ერთი ასეთი სატრანსპორტო საშუალება აღმოუჩენიათ – კვლევა კვლავ თაგვებში ჩატარდა. ალბათ უნდა მიხაროდეს. ეს ნიშნავს, რომ ოდესმე ადამიანებს განკურნავენ სინდრომისგან, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ყირაზე აყენებს და მძიმე ჯანმრთელობისა თუ სოციალურ-ეკონომიკური, კომპლექსური პრობლემები ახლავს თავს, საიდანაც გამოსავლის პოვნა ძალიან რთულია.
Wednesday, January 20, 2016
ერთგული მხარდამჭერები
გვერდში დგომითა და თანამშრომლობით საქმე უფრო სწრაფად და მაშტაბურად კეთდება. ჩვენ ერთმანეთის გაწვდილი, გამართული, მომარჯვებული ხელები ვართ. ჩვენ ერთად შევძელით საოჯახო ტიპის სახლების უკეთესი, ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. დიდი მადლობა ყველა ადამიანს, კომპანიას სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ხელჩართულობისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)