Monday, February 29, 2016

საზოგადოებაში ბრუნდებიან


"ხელი ხელს" საოჯახო ტიპის თბილისის სახლში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა სპექტაკლი "კუკარაჩა" ნახა. ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სტუმრობა, მეტია ვიდრე სპექტაკლის ნახვა. ეს ადანიამები, თავშესაფარში წლობით ცხოვრების შემდეგ საზოგადოებაში ბრუნდებიან




Wednesday, February 17, 2016

როგორ დავძლიოთ სტიგმა?


13.02.16 - საზოგადოებრივი მაუწყებელი - "დილა პირველზე"

მეც მაგინეთ

1 ამბავი მინდა გაგიზიაროთ.
ხელი ხელს, საზოგადოებაში ჩართულობის მხარდამჭერი ორგანიზაციაა. ორგანიზაციის საოჯახო ტიპის სახლებში სრულწლოვანი მცირე ინტელექტუალური დარღვევების მქონე ადამიანები ცხოვრობენ. ზოგიერთი - დამოუკიდებლობასთან, ზოგერთი - ხელოვნებასთან, ცხოველებთან, ადამიანებთან, ყვავილებთან, ღირსებასთან, განვითარებასთან მეგობრობს.
ამ ორიოდე დღის წინ საოჯახო ტიპის სახლის ერთერთ მცხოვრებს უბნის საფეხბურთო მოედანზე აგინეს. ყოველგვარი მიზეზის გარეშე. უფრო სწორად მიზეზი არსებობდა. გართობა. აგინეს და იცინეს. აგინეს და იცინეს. ამ საქმეში როგორც აღმოჩნდა, არასრულწოვანი და სრულწლოვანის ხელიც ერია.
დაზარალებულმა იტირა. იტირა გარეთაც და სახლშიც. აგინეს დედა, რომლის ნახვასაც ნატრობს.
ერთერთ თავის შეურაცხმყოფელს დაზარალებულმა, მეორე დღეს, სამარშუტო ტაქსიში ფული გადაუხადა. წყენა გულში დაიტოვა. უბნის საფეხბურთო მოედანზე სიარულიც გააგრძელა და დამოუკიდებლობასთან, სიყვარულთან, სიკეთესთან, განვითარებასთან, წინსვლასთან მეგობრობაც. მერე რა რომ მცირე ინტელექტუალური დარღვევა აქვს. მეც მაქვს მხედველობის მცირე დარღვევა.
მოდი, მეც მაგინეთ


გიორგი ლიპარიშვილი
ხელი ხელს კომუნიკაციის მენეჯერი, მხარდამჭერი

Sunday, February 7, 2016

ქვეყანა, სადაც უპრობლემო ადამიანები უყვართ

12080166_10201312168163882_4622300720394119981_o
რამდენიმე წლის უკან ჩემი შვილის სინდრომის განკურნების გზა იპოვეს – თაგვებში. კვლევამ ადამიანებში ვერ გადმოინაცვლა. „წამლის“ ტვინამდე მიყვანის გზები ვერ იპოვეს.
გუშინ წავიკითხე, სულ ახლახან  ერთი ასეთი სატრანსპორტო საშუალება აღმოუჩენიათ – კვლევა კვლავ თაგვებში ჩატარდა. ალბათ უნდა მიხაროდეს. ეს ნიშნავს, რომ ოდესმე ადამიანებს განკურნავენ სინდრომისგან, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ყირაზე აყენებს და  მძიმე ჯანმრთელობისა თუ სოციალურ-ეკონომიკური, კომპლექსური პრობლემები ახლავს თავს, საიდანაც გამოსავლის პოვნა ძალიან რთულია.