10 ოქტომბერი ფისქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა.
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირია და მდგომარეობების ფართო სპექტრს, უბრალო „შიშებით“ (ფობიებით) დაწყებული სერიოზული ფსიქიკური პრობლემებით დამთავრებული (შიზოფრენია, დეპრესია, მანიაკურ-დეპრესიული სინდრომი...), მოიცავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აღენიშნება. საქართველოში კი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 78 ათასზე მეტი შემთხვევაა აღნუსხული.
მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაემართოს სხვას, მაგრამ არა „მე“:
გლობალურად, თითქმის ყოველი მეოთხე ოჯახი გარკვეული თვალსაზრისით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პირისპირ დგას: ასაკი, კულტურა, რასა, სქესი, რელიგია, განთლება თუ ფინანსური მდგომრეობა ფსიქიკური დაავადებებისთვის შემზღუდველ ფაქტორს არ წარმოადგენს. არავინაა დაზღვეული დაავადებისაგან, რომელიც სტატისტიკურად 4-დან 1 ადამიანს ცხოვრების ამათუიმ ეტაპზე უვლინდება. ეს არის პრობლემა, რომელიც გვეხება ყველას - მე, შენ და მას!
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე:
პრობლემის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით, 1992 წლიდან ყოველწლიურად, 10 ოქტომბერს, აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მსოფლიოს მასშტაბით მხარდამჭერი ღონისძიებების მობილიზება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღის თემაა – პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც ამავდროულად სოციალურ მხარდაჭერასაც მოიაზრებს.
ფსიქიკური ჯანრთელობის მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და სიყვარული ის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია, რომელიც განაპირობებს ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული სტერეოტიპებისა და სტიგმის მსხვრევას, რაც პირდაპირ აისახება მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ავტორი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
No comments:
Post a Comment