Wednesday, February 17, 2016

მეც მაგინეთ

1 ამბავი მინდა გაგიზიაროთ.
ხელი ხელს, საზოგადოებაში ჩართულობის მხარდამჭერი ორგანიზაციაა. ორგანიზაციის საოჯახო ტიპის სახლებში სრულწლოვანი მცირე ინტელექტუალური დარღვევების მქონე ადამიანები ცხოვრობენ. ზოგიერთი - დამოუკიდებლობასთან, ზოგერთი - ხელოვნებასთან, ცხოველებთან, ადამიანებთან, ყვავილებთან, ღირსებასთან, განვითარებასთან მეგობრობს.
ამ ორიოდე დღის წინ საოჯახო ტიპის სახლის ერთერთ მცხოვრებს უბნის საფეხბურთო მოედანზე აგინეს. ყოველგვარი მიზეზის გარეშე. უფრო სწორად მიზეზი არსებობდა. გართობა. აგინეს და იცინეს. აგინეს და იცინეს. ამ საქმეში როგორც აღმოჩნდა, არასრულწოვანი და სრულწლოვანის ხელიც ერია.
დაზარალებულმა იტირა. იტირა გარეთაც და სახლშიც. აგინეს დედა, რომლის ნახვასაც ნატრობს.
ერთერთ თავის შეურაცხმყოფელს დაზარალებულმა, მეორე დღეს, სამარშუტო ტაქსიში ფული გადაუხადა. წყენა გულში დაიტოვა. უბნის საფეხბურთო მოედანზე სიარულიც გააგრძელა და დამოუკიდებლობასთან, სიყვარულთან, სიკეთესთან, განვითარებასთან, წინსვლასთან მეგობრობაც. მერე რა რომ მცირე ინტელექტუალური დარღვევა აქვს. მეც მაქვს მხედველობის მცირე დარღვევა.
მოდი, მეც მაგინეთ


გიორგი ლიპარიშვილი
ხელი ხელს კომუნიკაციის მენეჯერი, მხარდამჭერი

No comments:

Post a Comment