„ხელი ხელს“ არის
სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთათვის ღირსეული საოჯახო გარემოს, სერვისის შექმნა ინდივიდუალური საჭიროებების
გათვალისწინებით და ქვეყნის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა.
ორგანიზაციის ამოცანები:
- საოჯახო ტიპის საცხოვრებლების შექმნა
- „ხელი ხელს“ ოჯახებში მცხოვრები შშმ პირებისთვის სამედიცინო მომსახურების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა/უზრუნველყოფა
- „ხელი ხელს“ ოჯახებში მცხოვრები შშმ პირებისთვის განათლების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა/უზრუნველყოფა
- „ხელი ხელს“ ოჯახებში მცხოვრები შშმ პირებისთვის დასაქმების მაქსიმალური უზრუველყოფა/ხელშეწყობა
- საოჯახო ტიპის საცხოვრებლების სტანდარტების შემუშავება/ჩამოყალიბება
- შშმ პირთათვის ოჯახის შექმნის მხარდაჭერა და ადვოკატირება
- შშმ პირების თვით-მოვლის უნარების მაქსიმალური ხელშეწყობა
- შშმ პირების მოტივაციის ხელშეწყობა
- შშმ პირების ადაპტაციის ხელშეწყობა
- შშმ პირების თვითგამორკვევის პროცესის ხელშეწყობა
- შშმ პირების არჩევანის უფლების ხელშეწყობა
- შშმ პირების დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა
- შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა
- საკუთარი უფლებების დაცვისთვის შშმ პირების მოტივირება/ხელშეწყობა
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შშმ პირებთან მიმართებაში არსებულ სტიგმაზე, ოჯახური ტიპის საცხოვრებლების საუკეთესო ალტერნატივად ფორმირებაზე, მათ უფლებებზე
No comments:
Post a Comment