Wednesday, June 22, 2016

ემი ვიტალე "ხელი ხელს" სტუმრობს



    ცნობილი ფოტოგრაფი ემი ვიტალე საქართველოში ინკლუზიის მხარდამჭერ ორგანიზაცია „
ხელი ხელს“ სტუმრობს

ხელი ხელს” მთავარი მიზანი სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნებაა. მსოფლიოში გამორჩეული მომსახურების მოდელით, სპეციალური საჭიროების მქონე რამდენიმე ადამიანი ერთ ოჯახად ცხოვრობს. ისინი დამოუკიდებელად ცხოვრებისთვის საჭირო მხარდაჭერას იღებენ. მომსახურების ამ მოდელით ფოტოგრაფი დაინტერესდა. ის საოჯახო ტიპის გარემოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას ეცნობა. მათთან ერთად ატარებს დღეს სახლში, მგზავრობს მეტროთი, სტუმრობს თეატრს, მიდის სამუშაო ადგილზე, ან იქ სადაც სწავლობენ და პროფესიას ეუფლებიან. ერთი, თითქოს ჩვეულებრივი კვირა ემი ვიტალესთან ერთად ჩვენს სახლებში დაიწყო და გაგრძელდება.

ემი ვიტალე საქართველოში რამდენიმე დღე კიდევ დარჩება და საზოგადოებრივი ორგანიზაციას, „ხელი ხელს,“ ფოტოისტორიების შექმნაში აქტიურად დაეხმარება. 
"მენტალური ჯანმრთელობის ინიციატივით" საოცარი სტუმარი გვეწვია

ემი ვიტალეს ოფიციალური გვერდი - http://amivitale.photoshelter.com/









No comments:

Post a Comment