Wednesday, September 17, 2014

საპირველსექტემბრო, თუმცა არა, 15 სექტემბერია დღეს...

ერთხელ დავწერე ბლოგი. მეორეჯერ ვცადე, მაგრამ ვერ დავამთავრე. მგონია, რომ არავის დააინტერესებს. ახლა კიდევ წამოვიწყე. ისევ გამიჩნდა განცდა, რომ ვიღაცას შეიძლება გამოადგეს. ძნელია გაკვალვა, გატკეპნილ გზაზე სიარული კი მარტივია. ჰოდა, რატომ არ გავკვალო? მით უმეტეს თუგაკვალვაამ შემთხვევაში, მხოლოდ აღწერას გულისხმობს იმისას, რასაც ვაკეთებთ, როგორც ვცხოვრობთ მე და ჩემი ბიჭო. ჰო, ეხლა ბიჭოს ვეძახი, გაიზარდა. ადრე - ბაჭუას. ადრე უფრო პატარა იყო, მაგრამ ბაჭიას ვერ ვაკადრებდი, ისეთი გულადი ხასიათი ჰქონდა ყოველთვის, თითქმის დაბადებიდან. ჩემი ბიჭო განსაკუთრებული ბავშვია,

Friday, September 12, 2014

დიაგნოზი: ცერებრული დამბლა და შედევრები, შექმნილი მხოლოდ საბეჭდი მანქანით

პოლ სმიტი - ადამიანი, რომელიც განსაცვიფრებელ ნამუშევრებს ქმნის საბეჭდი მანქანით! პოლი ცერებრული დამბლით და განვითარების მსუბუქი შეფერხებით დაიბადა, რამაც გავლენა მის ჯანმრთელობასა და მოროტულ უნარებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. ორეგონში (სადაც მასზე მზრუნველობა ხორციელდება), მხოლოდ ერთი თითით, ისიც ქაოტურად ბეჭდავს დაუღალავად! ნახავთ თუ არა, რას ქმნის, მაშინვე შეამჩნევთ, როგორი უნიკალურია მისი მხატვრული უნარები!