Monday, November 27, 2017

მებრძოლი დედის გულღია წერილი








მაია შიშნიაშვილი 

ფოტო ემი ვიტალე (Ami Vitale) National Geographic-ის ფოტოგრაფი და "ნიკონის" ელჩი


ვფიქრობ საიდან დავიწყო.  12 წელი მას შემდეგ, რაც ლეო გაჩნდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ეს პატარა ადამიანი ჩემს შემდგომ ცხოვრებას გამომიძერწავდა. პირველი სამი წელი სიხარულთან ერთად, შფოთში, ფორიაქში გავიდა. მერე განაჩენი გამომიტანეს - შენი შვილი დამოუკიდებელი ვერასოდეს იქნებაო, მუდმივად დასჭირდება მხარდამჭერიო. ერთი კარგი მაინც იყო ამ ამბავში - გაურკვებლობა დასრულდა.

Saturday, November 25, 2017

უბრლოდ, ერთმანეთს ვსაჭიროებთ ადამიანები - ასისტენტის დღიური

ერთი წლის წინ დავმეგობრდით. ბევრი ვიარეთ ერთად, გავიზარდეთ ერთად, მაგრამ რაღაც უცვლელად შემოგვრჩა, მაგალითად მათთან სახლში შებიჯებისას გიორგის, ღვინიაშვილის, (ღვინიას) საგებარი სიტყვები:
- როგორ მომენატრე შე მაიმუნო შენა!
ან მაგალითად დათოს საგებარი სიტყვები:
- მე და გიორგიმ გუშინ სახლი დავალაგეთ, ხო ეტყვი ყველას?!
ნუ დათოს თუ წვერი აქვს გაპარსული ჯერ სურათის გადაღებას მთხოვს, რომ ფეისბუკზე დადოს, მერე იმას რომ ყველას ვუთხრა და მერე მოსალმება.
გიორგი ალიაშვილი დილით ძირითადად სასეირნოდ გამოდის, შორიდან მამჩნევს, ხელს მიქნევს, თან ჩემსკენ მოდის. გაბადრულ სახეზე ვატყობ ხოლმე, რომ მოვა, ხელკავს გამომდებს და მომიყვება მისი კვირის ამბავს ან გეგმას თუ როგორ გააბედნიეროს ბავშვები. თუ საქმე ბავშვების გაბედნიერებას ეხება საუბარს დაიწყებს სიტყვებით : ‘’რეზი, მე როგორც ბავშვების პრეზიდენტმა..’’
მაგრამ ამავე გიორგისგან ასევე მსმენია სიტყვები: იცი რეზი, ცხოვრება ტანჯვაა

Saturday, November 4, 2017

კიდევ ერთი შეხვედრა დამოუკიდებლობასთან


                                                                ფოტო - ემი ვიტალე 
 


ცოტახნის წინ, დავიწყე ამბის მოყოლა, რომელსაც  „შეხვედრა დამოუკიდებლობასთან“ დავარქვი. ეს არის პროცესი, როცა პეტრე და გიო (იგივე კალა) თავიანთ თითოეულ ფეხის გადადგმას ცხოვრების წინგადადგმულ ნაბიჯად აქცევენ. ნაბიჯების გადადგმას ერთად ვცდილობთ, ისინი დამოუკიდებლობას სწავლობენ, ჩვენ - მათი შესაძლებლობების ნდობას.

Wednesday, October 25, 2017

გადასარევი ჩურჩხელების სეზონის გახსნა

📣📣 წამოვიდა, წამოვიდა...
#გადასარევიჩურჩხელები-ს ახალი არმია წამოვიდა
ხელი ხელს, გურჯაანში, ჩურჩხელების მზადების საშემოდგომო ტრადიციას წელსაც აგრძელებს.
თქვენთვის ბაბოს რეცეპტი, ჭეშმარიტი ბადაგი და ქართული ნიგოზი გადასარევ ჩურჩხელებად გადაიქცევიან.
ჩხიკვისთავები, ბურთულები - 1 ლარი,
კუნტელები, საშუალო ზომების - 2 ლარი
გორგომიჭელები, სტანდარტული ზომის - 3 ლარი
რაოდენობა შეზღუდულია, შესაძლებლობები შეუზღუდავი
დასწრება დასწრებაზეა
 მოგვწერეთ წინასწარ პირადში და დაიკავეთ რიგი ბავშვობის გემოს გასახსენებლად
🏡🏡 ჩაებით, "ხელი ხელს" სოციალურ პასუხისმგებლობაში და გახდით მცირე საოჯახო ტიპის გარემოს მხარდამჭერი, რითაც სრულწლოვანი სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების თავშესაფრებიდან #უკანსაზოგადოებაში დაბრუნების მონაწილე გახდებით
ამჟამად, "ხელი ხელს" 6 სახლში გურჯაანსა და თბილისში, საზოგადოების შუაგულში, 24 ადამიანი (3-6 ადამიანი 1 სახლში), ოცდაოთხსაათიან ღირსეულ, თანასწორ, მხარდაჭერას იღებს და დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ემეგობრება
პატივისა და გულისცემით,
#ხელიხელს #გადასარევიჩურჩხელები
ფოტო - საქავეყნოდ ცნობილი ემი ვტიალეს, Ami Vitale ეკუთვნის, რომელიც "National Geografic"-ის ფოტოგრაფი, "ნიკონის" ელჩი და ხელი ხელს მხარდამჭერია

Monday, October 23, 2017

ვაკანსია, ვაკანსია ( განაცხადების მიღებამდე დარჩა 4 დღე)



დასაქმება სოციალური ინოვაციის სერვისში 
ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია "ხელი ხელს", 2011 წლიდან, მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებლის მომსახურებას, ზრდასრული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ახორციელებს. აგრეთვე, ორგანიზაცია იწყებს პერსონალური ასისტირების სერვისს შშმ პირებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც.

ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას, სოციალური ინოვაციის სერვისში სამუშაოდ, 1 თვიანი სტაჟირების შემდეგ. პოზიცია - შშმ პირების (როგორც ინტელექტუალური, ასევე ფსიქიკური დარღვევების მქონე) მხარდამჭერი

სამუშაო ადგილი ქ. თბილისი

მოთხოვნები განათლებისა და გამოცდილების შესახებ:

Wednesday, September 27, 2017

ემზარ აბჟანდაძე - ავტობიოგრაფია



დავიბადე 1993 წლის 28 ოქტომბერს, ქ. თერჯოლაში. 2011 წელს დავამთავრე დ. კლდიაშვილის სახელობის სკოლა სოფ. ზედა სიმონეთში. ბავშვობაში ხშირად ვვოცნებობდი სხვადასხვა პროფესიებზე, ყველა პროფესიას კი ერთი საერთო ნიშანთვისება, ტექნიკისა და სოციალური სფეროს ან საზოგადოების მჭიდრო კავშირი იყო.

Tuesday, July 25, 2017

ნათია ბერძენიშვილი პროექტში "ქალები საქართველოდან"

ნათია ბერძენიშვილი, 36 წლის, გურჯაანი
(ნათია და მისი მეუღლე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში.)
"ჩემი ბავშვობა
--------------------
მე კარგად მახსოვს ჩემი მშობლებიც, და-ძმაც... და იქედან მომყვება ეს სიყვარულის უნარი...
ქუთაისში დავიბადე და ბებია რომ გარდამეცვალა, მშობლებმა ჩვილ ბავშვთა სახლში დამტოვეს. ჰო, ამ ფეხების გამო... მაშინ 4 წლის ვიყავი. მას მერე ჩემს ოჯახთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩვენ 7 და-ძმა ვართ და ძალიან მინდა, რომ ისინი, მაინც, მოვძებნო.
16 წლის რომ გავხდი, სამეგრელოს ჩვილ ბავშვთა სახლიდან თერჯოლაში გადამიყვანეს, სადაც 2004 წელს ჩემი მეუღე გავიცანი...
მარიამი
-------------
12 წელი გავატარე თერჯოლაში და იქ მეყოლა პირველი შვილი - მარიამი...
საკეისროს შემდეგ, ჩემი შვილი რომ მოვიკითხე, მითხრეს ზესტაფონში წაიყვანესო. ბაშვი ისე წამართვეს, რომ ძუძუს ჭმევის და ერთხელ ნახვის უფლებაც კი არ მომცეს. მე არავინ არაფერი შემითანხმა, არც ხელი მომიწერია რამე საბუთისთვს, ისე წაიყვანეს ჩემი შვილი. წარმოიდგინეთ, სამშობიაროში ყველა დედას ეწვა თავისი შვილი გვერდით და მე არავინ...

Sunday, July 16, 2017

კინოს ამბები და არამარტო - #ასისტენტისდღიური

ყოველი დღე თითოეული ადამიანისთვის შეიცავს დეტალს, რომელიც რაიმე ახალს გვასწავლის. მაგ: თუ დღის განმავლობაში არაფერი გავაკეთე, ვისწავლე, რომ არაფრის კეთებით ვერაფრს მივიღებ.


ეს პარასკევი  ნამდვილად არ გავდა დღეს, რომელიც არაფერს დაგვიტოვებდა. ჩვენი ბიჭები, პეტრე და გიო, თავისი სურვილით არჩეულ ფილმზე, კინოში წავიყვანე.
ოხ, როგორ მელოდებოდნენ... როგორც ჩანს, ადრე გაიღვიძეს. პეტრეს მოესწრო თავისი ხელით დათესილი პომიდვრებისთვის ხელის შევლება.  2 კვირის წინ, პომიდვრის ყვავილს სიფრთხილით შევციცინებდით. პეტრე ისე უვლიდა, თითქოს პროცესის დაჩქარებას ცდილობდა. უნდოდა ნაყოფი მალე ენახა. ჰოდა, ეზოში შესვლისთანავე გახარებულმა მისი წილი სიხარული მეც გამინაწილა - “თაკო, მოისხა”.
ბედნიერები, სხვა გამოცდილებების მისაღებად, სახლიდან გამოვედით.

Thursday, July 6, 2017

ვიხილები და მოვდივარ - #ასისტენტისდღიური

- დაიმალეთ?
- დავიმალეთ ჰო - სახლის გვერდით მიმალულმაგამცა” პეტრემ.
- ბიჭო ხო გაიგო სადაც ხარ?! - ბუჩქებიდან ამღერდა გიორგი.
- შენიც გაიგო მასე - მიცა პეტრემ ბანი
- მარი შენ დაიმალე?
კისკისმა გამოცრა სახლიდან.
- კაი ვიხილები და მოვდივარ

Thursday, June 22, 2017

შორს წასვლა მინდა რა - #ასისტენტისდღიური


საღამოა, სახლში ტელევიზორს ვუყურებ. მირეკავენ. ჩვენიანია, ბატონი ღვინიაშვილი.
მეუბნება :
- თაკო გცალია? (გამიხარდა, გაიაზრა, რომ შეიძლება ცუდ დროს მირეკავდეს).
- კი გიო. რა ხდება?
მკითხულობს , როგორც ვიცით ხოლმე მოკითხვები ადამიანებმა. ჰოდა მთავარი სათქმელიც, ზარის მიზეზი რომ იყო, სიტყვებს ამოაყოლა:
-      თაკო, სასეირნოდ მინდა წასვლა. გეცლება რომ წამიყვანო?