Tuesday, December 10, 2013

ალბათ, მიმდევრებიც გამოჩნდებიან....

ყველაფერი თებერვლის ერთ ყინვიან დღეს დაიწყო. ლევანი გაჩნდა. მახსოვს, სიხარულისგან ხან ვტიროდი, ხანაც ვიცინოდი, როდესაც ახალნამშობიარები შორიახლო ტოლმასავით გახვეულ ჩემს შვილს ვუყურებდი.
დრო გავიდა. დღეები. პირველი ჯანმრთელობის პრობლემა აღმოაჩნდა პატარას. მერე მეორე. შემდეგ კიდევ... ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი შვილი, ალბათ, ძალიან ჭკვიანი ვერ იქნება, ვერც საშუალო... გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ ბოლომდე ვერ გავაცნობიერე შეფარული სათქმელი.