ბარსელონა, ქალაქი
რომელსაც უყვარხარ! დადიხარ ქუჩებში და ფიქრობ, თუ როგორი მოსახერხებელია ქუჩებში სეირნობა,
ისტორიული თუ კულტურული ადგილების მონახულება, ფეხით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით
გადაადგილება, ქუჩები სრულიად ადაპტირებული, ტრანსპორტით და ადამიანური თანასწორობით
ხალხიც ყურადღებიანი, თბილი... ყველაფერი ის, რაც თბილისს მოენატრა და არა მხოლოდ თბილისს. ეს ლირიული გადახვევა იყო, სინამდვილეში კი ეს პოსტი ბარსელონაში შემდგარ სამუშაო შეხვედრასა და სემინარზეა. ის მენტალური ჯანმრთელობის ინიციატივის მხარდაჭერით განხორციელდა. სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ორგანიზაცია ესწრებოდა. ის ორგანიზაციები, მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მუშაობენ და ცდილობენ შშმ პირთა, მ.შ. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოების ღირსეულ წევრად ცხოვრება არა გამონაკლისად, არამედ წესად აქციონ. ძნელი იყო ამდენი მოტივირებული, ენერგიული, შემართული ადამიანებისთვის გესმინა, გეყურებინა, გესაუბრა, გეფიქრა მათთან ერთად ბარიერების გადასალახად და მშვიდად დარჩენილიყავი. ჩვენი ორგანიზაცია „ხელი ხელს“ ერთ-ერთი მონაწილეთაგანი იყო. ერთ-ერთი სესიაც წარმართა და შშმ პირთა უფლებების ადვოკატირების გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გაუზიარა.

MHI მადლობა არაჩვეულებრივი
სემინარისთვის, სწავლებისა და ემოციისთვის, რომელიც ბარსელონაში ასე მრავლად იყო
მაია შიშნიაშვილი - ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია ხელი ხელს დამფუძნებელი
2016 წ. მაისი

No comments:
Post a Comment