ამ სიტყვებით გიორგიმ პატრულის, შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს თანამშრომლები გაიცნო, ფორმაც მოირგო, კითხვებზე პასუხებიც მოიმარაგა და საპატრულოდ გავიდა:
გიორგი დღეს ორმაგად გაოცდა. ის 20 წლის გახდა და თან დიდი სურვილიც აისრულა.
ის 1 დღით ნამდვილი პოლიციელი გახდა.
გიორგი ღვინიაშვილი ხელი ხელს მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებლების ერთერთი მცხოვრებია.
“ხელი ხელს” ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციაა, რომლის მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებლებში, 3-დან 6-მდე, სრულწლოვანი, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანი ცხოვრობს.
ამჟამად, გურჯაანსა და თბილისში 6 საოჯახო ტიპის სახლში სულ 25 ბენეფიციარი იღებს მხარდაჭერას სწავლის, დასაქმების, დამოუკიდებლობის უნარების გასაუმჯობესებლად. ისინი უკან საზოგადოებაში ბრუნდებიან.
“ხელი ხელს” ორგანიზაციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგის პატრულში 1 სამუშაო დღე სწორედ მის დაბადების დღეს აჩუქა. ეს შშმ პირთა საზოგადოებაში ღირსეულად თანაარსებობისა და ოჯახურ გარემოში ცხოვრების მნიშვნელობის მხარდაჭერაა.
სამუშაო დღის ბოლოს
- გიორგი ბედნიერი ხარ?
- ბედნიერი ვარ აბა რა ვარ!
(ღიმილი და გაბრწყინებული თვალები)
- გიორგი ბედნიერი ხარ?
- ბედნიერი ვარ აბა რა ვარ!
(ღიმილი და გაბრწყინებული თვალები)
გიორგი დღეს ორმაგად გაოცდა
ფოტოების წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტრო
No comments:
Post a Comment