Monday, June 12, 2017

#ასისტენტისდღიური - ქიტო მიხაელოვა და 5 ლარიანი სმარტფონი

მინდა მინდაა,დიდი ტელეფონი მინდა რომ მქონდეს,მინდა მინდაა - ექოდ ბოგინობდა ქიტოს ხმავეუბნებით, რა თქმა უნდა, არ მოუვა 5 ლარად, მაგრამ, მარინე გიორგის ასული ფერაძის არ იყოს: შეაყარე კედელს ცერცვი”. ვერ გავაჩერეთ და გადავწყვიტეთ ქალბატონი ლალის იდეისთვის ფრთები შეგვესხა. შევიმოსეთ სისტემის წინააღმდეგ გასალაშქრებლად,რათა ფეხქვეშ გაგვეთელა კაპიტალიზმი, გვეყიდა 5 ლარად დიდი და ბავშვის თოთო გულივით შეურყვნელი სმარტფონი...
გოგოების სახლიდან 9 ნომერი სამარშუტო ტაქსის გაჩერებამდე დაუღალავად ვუმეორებდი, რომ 5 ლარად ვერ ვიყიდიდით. მივედით გაჩერებაზე, არაგვაქვს შედეგი, გადავწყვიტე მიდგომა შემეცვალა და მეტრომდე ფეხით გაგვესეირნა. მარტივად დამთანხმდა.
ვცდილობ როგორმე მოვადუნო სანამ მეტრომდე მივალთ, დავამშვიდო.
მოვუკელი სიჩქარეს და მივსეირნობ, მივსეირნობ უღრუბლო ცისა და კარგა ხნის კარგად დანთებული მზის ქვეშ.
- ქიტო გვერდით გამომყევი არ დამშორდე - ვეუბნები სიმწრის სიმშვიდით.
მიჯერებს,უკლებს ნაბიჯს და მივსეირნობთ მშვიდადოდნავ მოუმატებს ნაბიჯს ვეუბნები იგივეს, უკლებს უსიტყვოდ და ასე რამდენიმეჯერ. გზად ვაწვეთებ მშვიდი ‘’სხვათაშორის’’ ტონით:
- ქიტო შენ დამტენიც ხო გჭირდება ძველი ტელეფონისთვის, დამტენისთვის გვეყოფა ფული.
იწყებს იგივეს,რომ დიდი ტელეფონი უნდა, არ უნდა ‘’კნოპკებიანი’’, ოღონდ ნაკლები ენთუზიაზმით მეუბნება, მოქმედებს აუჩქარებელი მოძრაობა და მოდუნებულია.
რამდენიმე შესვენება გავაკეთეთ, მოწევა მოვიმიზეზე და ვდგავართ, ზუსტად ჩვენს თავზე ამოწვერილი მზის ქვეშ, გვათბობს უანგაროდ, ოხ, როგორ გვათბობს.
  • გაგვიგო ყველამ ქიტო, ყურადღებას ვიქცევთ..
ვაწყვეტიებ მის შიდა მონოლოგს, რომელსაც უნებურად გასაგონად ამბობს.
- მინდა დიდი ეკრანიანი ტელეფონი მინდა, მუსიკებს მოვუსმენ, ფეისბუკში შევალ, დამირეკავენ ფეისბუკში, ხო დამირეკავ რეზი... მიყვარხარ მე ხოიცი ქუთაისელო, კარგად მოვიქცევი - ამბობს ერთი ამოსუნთქვით.
მივისეირნეთ ასეთი ჭიანურებით მეტროს გვირაბთან. შედარებით მშვიდადაა.
ჩავედით,მოვიარეთ სამი მაღაზია. შევიდოდით და აუღელვებლად:
- გამარჯობათ,დიდი სმარტფონი ხომ არ გაქვთ 5 ლარად ?!
გამყიდველი თვალებს ჭუტავს. ყურებს და ჩემს აუღელვებელ სახეს ვერ უჯერებს.
  • 5 ლარად,დიახ,5 ლარად თუ გაქვთ ?
გასაკვირად,არ ქონდათ. მინიმუმ 70 ლარიდან იწყებოდა და ქიტოს ვაგონებ, რომ ამას შემდეგ პენსიაზეც იყიდის.
სცენა მოაწყო ქიტომ.
ეგრევე ვეუბნები, რომ მოდი სხვა მაღაზიაში ვნახოთ თუ იქნება.
მშვიდდება.
გავდივართ. იგივე სამჯერ - სხვადასხვა მაღაზიაში.
ავდივართ გვირაბიდან, იმედით, რომ ზემოთ შეიძლება ვნახოთ
(ვიცი იქ მარტო საცხობებია)
მინდა კიდევ გავისეირნოთ მშვიდი ნაბიჯით და ვნახო რა შეიცვლება.
ავყევით გზას მაღლა,არ შევიმჩნიეთ მოლი. შევჩერდით. ხმას არ ვიღებ. დაიწყო თვითონ ლაპარაკი, რომ ტელეფონი ვერ ვნახეთ,პენსიას რომ აიღებდა ეყოფოდა მერე და იყიდიდა,სატენი ქონდა ახლა გაფუჭებული და ჯობდა სატენი გვეყიდა,თეთრი, ისეთი როგორიც ლალის ქონდა (ჩვენს ასისტენტს)
ჩავედით ახალი მიზნით ისევ გვირაბში. შევედით, სადაც პირველად ვიყავით ტელეფონზე,ავარჩიეთ თეთრი სატენი. ვიყიდეთ.
ტელეფონს შეხედა და დაემართა ძველებურად, ოღონდ მსუბუქად,ვაკონტროლებდი, სანამ იქ მომუშავე გოგოებმა უნებურად, ყველაფერი  წყალში არ ჩამიყარეს, კეთილი განზრახვით, უთხრა ერთმა, რომ ეს ჩინური იყო და არ ურჩევდა ეყიდა,რომ ხვალ გამოსულიყო და მერე უკეთესი ექნებოდა.
აკვიატდა ჩინური მინდა,მერე რა,მინდა მინდაა,ვიყიდიი. დადიოდა აქეთ-იქეთ მაღაზიაში და მოთქვამდა. ვანიშნე მომუშავე გოგოებს, რომ ხმა არ გაეცათ. გავედი, გარეთ დავდექი. გამოვიდა, როცა ჩემი არყოფნა შეამჩნია.მოთქვამს ტელეფონზე:
  • მოდი სხვაგან ვნახოთ თუ აქვთ
წყნარდება შედარებით და მომყვება.
  • მოდი აქ ავიდეთ ვნახოთ თუ შეგვხვდა რამე(სახლისკენ მიმავალ გზაზე ვუთითებ).
ასე ჩუმად მივაპარებ სახლში იმის იმედით, რომ მშვიდი სიარული, შესვენებები და მადლიანი მზე ნაყოფს გამოიღებს და შედეგიც გზაში წამოგვეწევა.
  • ქიტო მოდი ჩემს გვერდით იარე. მიჯერებს.
  • ქიტო შევისვენოთ, დამყვა უსიტყვოდ,მელოდება.
გადავიწურე ორგზისშემურული სახიდან მწარე ოფლი და მშვიდი ნაბიჯებით დავიძარით.
უცებ სიხარულმა გადაურბინა სახეზე და მეუბნება
-ქუთაისელო ნახე როგორი კარგი დამტენი ვიყიდე,თეთრია,როგორც ლალის დამტენი..
-ოღონდ შენი უკეთესია ქიტო
  
#ხელიხელს #ასისტენტისდღიური
რეზი ქამუშაძე

No comments:

Post a Comment