Tuesday, September 29, 2015

"მორიგი გაკვეთილი შვილიშვილებისათვის"

ყველაზე მეტი ერთმა ბრმამ იხილა.
იმიტომ, რომ ის ბრმა - ჰომეროსი იყო.
ყველაზე უკეთ ერთმა ყრუმ გაიგონა.
იმიტომ, რომ ის ყრუ - ბეთჰოვენი იყო.
ყველაზე შორი გზები ერთმა კოჭლმა მოიარა.
იმიტომ, რომ ის კოჭლი - ბაირონი იყო.
ყველაზე მარჯვედ გულში ერთმა ცალხელამ ჩაგვიკრა.
იმიტომ, რომ ის ცალხელა სერვანტესი იყო.
ყველაზე ბრძნული სიმღერა ერთმა გიჟმა იმღერა,
იმიტომ, რომ ის გიჟი - გალაკტიონი იყო.
ყველაზე ახლობლად ის შორეული გვექცა, ვინც არასდროს გვინახავს.
იმიტომ, რომ ის შორებელი - რუსთაველი იყო.

ტარიელ ჭანტურია - "დინოზავრიდან დიზაინამდე" - ჩანაწერები


No comments:

Post a Comment