Monday, September 28, 2015

ხელჩართულობა გრძელდება


სტუმრობანა გურჯაანში, საოჯახო ტიპის საცხოვრებლებში გრძელდება. ეს განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობაა. იქ მცხოვერებ ადამაინებს ბევრი წლის მანძილზე სტუმარი ოჯახურ გარემოში არ მიუღიათ. თავშესაფრებიდან საოჯახო საცხოვრისებში გადმოცხოვრებულები სტუმრებს მოწიწებით ექცევიან.
ამჯერად მათ ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი და ფსიქოლოგთა კლუბის წევრი ნატუკა მგალობლიშვილი ეწვივნენ.
შეხვედრების მიზანი ორგანიზაციის "ხელი ხელს" ბენეფიციარების გაცნობაა. გაცნობა მათი სამოქმედო გეგმის, ოცნებების, მიზნების, მომსახურების, ოჯახური ცხოვრების. ეს ადამაინები საზოგადოების ისეთივე ნაწილია, როგორც ყველა დანარჩენი. მათ სტუმრებს თავიანთი ამბები, ნამუშევრები, ინტერესები გააცნეს. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მათ შესახებ, მეტი გაიცნობს მათ მომსახურებას, უფრო მეტი შშმ პირის დაბრუნება მოხდება ოჯახურ სიმყუდროვესა და ფახი-ფუცში.
მადლობა ჩვენს ღიმილიან მასპინძლებს. მადლობა სტუმრებს საზოგადოებრივი და სოციალური მხარდაჭერისთვის, ხელჩართულობა გრძელდება. 

პატივისა და გულისცემით,
"ხელი ხელს"











No comments:

Post a Comment