Wednesday, September 16, 2015

მეხუთე სიხარული


© ელენე ბერეკაშვილი, მობილ. ფოტო


საოჯახო ტიპის ახალი საცხოვრებლის მზადება. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ხელი ხელს” გულდაგულ მუშაობს. ეს რიგით მეხუთე სახლია. მეხუთე სიხარული და პასუხისმგებლობა. სიხარული - მეტი შშმ პირი დაუბრუნდება საზოგადოებას, პასუხისმგებლობა - მათ მეტი სიყვარული ჭირდებათ და ეს სიყვარული სიფრთხილეცაა და თავისუფლებაც.
მზადება საოჯახო ტიპის საცხოვრებელში ახალი მცხოვრებლების შესახვედრად ისე გახურდა, ისე გახურდა, მზესაც კი შეშურდებოდა.

მოხალისეობისა და ენთუზიაზმის ძალა ზენიტში მოექცა. ზოგი შპალერს აკრავდა, ზოგი კედლებს დაფოფინებდა, სხვა წებოს უსვმადა, კიდევ სხვა მუშახელისთვის სადილს ამზადებდა. შრომამ და ფაციფუცმა შედეგი კვირტივით გამოიღო, სახლი სახლს დაემსგავსა, დალაგდა, დაწკრიალდა. აქ მალე ოჯახურ პირობებში, ოჯახს მონატრებული ადამიანები იცხოვრებენ. მათი შეზღუდვებიც შეიზღუდება. თავისუფლება ფრთებს გაშლის. ისინი  საოჯახო, საგანმანათლებლო, კულტურულ, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთვებიან. მათი ბედნიერების კოეფიციენტიც გაიზრდება. გაიზრდება ხელჩართულობა და მოხალისეობაც. რაც თავისთავად გაზრდის საოჯახო ტიპის საცხოვრებლების რაოდენობას. “დარაბებს მიღმა” ოჯახურ სიმყუდროვეში ცხოვრების საშუალება
უფრო მეტ ადამიანს შეეძლება


ხელი ხელს ბანს აძლევს
ხელიხელმშვიდობისა ადამიანებო

პატივისა და გულისცემით,
“ხელი ხელს”






მახო ღუღუნიშვილის ფოტოები

1 comment:

  1. მაცხოვრებლები უფრო გაათბობენ სახლს :)

    ReplyDelete