ფილმში “არასერიოზული კაცი” მეზობლების მოთხოვნით ფსიქიატრიულ კლინიკაში ხვდება, როგორც “უსაქმური” და ალკოჰოლზე დამოკიდებული.
მკურნალობის შემდეგ ნიკო მაჩაბელი სახლში მოჩვენებების გარეშე ბრუნდება. პენსიონერ მამას (დედა გარდაცვლილია) კეთილად ატყუებს, რომ მივლინებაში იყო და გაფრთხილება ვერ მოასწრო. გზად ყველას გემრიელად ესალმება, ეხმარება, ეთამაშება. აქაც კეთილად იტყუება. ისევ სამახურის ძიებაში მყოფი, 5 ენის მცოდნე ნიკო გულს ვერაფერს უდებს. მაგრამ მუდმივ ძიებაშია. ეძებს სამუშაოს, სიყვარულს, საკუთარ თავს.
აღარ სვამს. ფსიქიატრიულიდან დაბრუნებული ამბობს: “მე ის ნიკო აღარა ვარ”. ძველი შეყვარებული, კი უმტკიცებს: “შენ არ იცვლები ნიკო”.
ის დაბრმავაბულ მამას უვლის. იმედგაცრუებულია. მაგრამ მაინც ეძებს...
“არასერიოზული კაცი”ახერხებს შეცვლას და იცვლება მისი ცხოვრებაც. ქმნის ოჯახს, პოულობს თავსა და სამსახურს.
სიტყვებს და ადამიანებს გაფრთხილება ჭირდებათ.
დიმიტრი ბათიაშვილის ფილმი ფილმი 1980 წელსაა გადაღებული. მთავარ როლს გია ფერაძე ასრულებს.
ფილმის ნახვა
No comments:
Post a Comment