Monday, September 30, 2013

როგორ მივაღწიოთ წარმატებას ინკლუზიაში

წარატებული ინკლუზია, ჩართვა, ცვლილება, შშმ ბავშვი, ოჯახი, ინოვაცია ინკლუზიაში, ინიციატივა ინკლუზიაში, successful inclusion, involvement, change, children with disabilities, innvates in inclusion, initiative in inclusion.
"პროგრესი მშვენიერი სიტყვაა, მაგრამ ცვლილება პროგრესის მოტივატორია და მასაც ჰყავს თავისი მტრები." რობერტ ფიცჯერალდ კენედი 
 წარმატებული ინკლუზია (მთარგმნელის შენიშვნა ტერმინი "ინკლუზია" ინგლისური სიტყვაა და "ჩართვას" ნიშნავს. ასევე გულისხმობს განსხვავებული ნიშნის მქონე ბავშვების რაიმე ფორმით ინტეგრაციას სასწავლო პროცესში სხვა თანატოლებთან ერთად) მაშინ იწყება და სრულდება, როდესაც შევძლებთ სხვათა შესაძლებლობების დაფასებას.
საბედნიეროდ, ჩვენ, შეგვიძლია ვისწავლოთ სხვების ღირებულების გააზრება მაშინაც კი, როდესაც ვხედავთ, რაოდენ განსხვავებულნი არიან ჩვენგან. აღნიშნული ინკლუზიური განათლება მოიცავს შესაბამის აქტივობებს, როგორც სახლში და საკლასო ოთახში, ასევე იმ თემსა და საზოგადოებაში, რომელშიც ვცხოვრობთ.


წარმატებული ინკლუზია ოჯახიდან იწყება
"უნდა შეიცვალო, თუ გსურს იხილო მსოფლიო" - მაჰათმა განდი 
თუ ვიბრძოლებთ, რომ მივიღოთ ჩვენი შვილები, მაშინ არსებობს თუნდაც მცირეოდენი იმედი იმისა,რომ სხვებსაც შთავაგონებთ მიიღონ ისინი. ჩვენი მიმღებლობის ხარისხი მერყეობს იმედგაცრუებასა და ბედს შორის. ან ვიგრძნობთ იმედგაცრუებას და ვიცხოვრებთ მუდმივ შიშში, ან აღმოვაჩენთ ტკივილის მიზეზს.და სწორედ მაშინ, როდესაც აღმოვაჩენთ ტკივილის მიზეზს, ჩვენი შვილები გახდებიან ჩვენი ცხოვრების ნაწილნი და აღარ შევეცდებით მუდმივი სამედიცინო მკურნალობით მათი ცხოვრების დანგრევას. ჩვენ პრაქტიკულად ვახორციელებთ ინკლუზიას!

წარმატებული ინკლუზია საჭიროებს ინიციატივას
"ყველაზე მარტივი რეაგირებაა, უფრო მარტივი მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაგრამ ყველაზე რთული ინიციატივაა" სეთ გოდინი
როდესაც ხალხი აღმოაჩენს, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვის მშობელი ხარ, მათ, ჩვეულებრივ არჩევანის გაკეთება უწევთ: ზოგი ემპათიას (მთარგმნელის შენიშვნა: თანაგანცდას) ავლენს შენს მიმართ, მეორენი შინაგანად მადლობას სწირავენ, რომ ეს მათ არ დაემართათ, ხოლო მესამენი კი გვიყვებიან თავიანთი ნათესავებისა და მეგობრების შესახებ, ვისაც სპეციალური საჭიროებები აქვს. ძალიან ცოტა თუ გვიშვებს თავის ცხოვრებაში, რადგან მათ უბრალოდ არ იციან, როგორ მოიქცნენ ჩვენთან ურთიერთობისას. აღნიშნული დამოკიდებულებები გვეხმარება ოჯახებს, აღმოვაჩინოთ ჩვენი დანიშნულება. უნდა წამოვიწყოთ ინკლუზია,რაც იმას ნიშნავს, რომ დავეხმაროთ როგორც ტიპიურ, ისე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ოჯახებს ერთმანეთთან ურთიერთობის, საერთო ენის გამონახვაში. ეს ხედვა რომ რეალობად იქცეს საჭიროა ინიციატივა! პირველი ჩვენი წარმატებული ინიციატივა იყო "ინკლუზიური წვეულებები", მოვიწვიეთ "ტიპიური" ბავშვებს სამეზობლოდან და ჩვენი სკოლიდან. ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები სხვადასხვა პროგრამებიდან. ამ წვეულებაზე ყველაფერი - საკვებიდან დაწყებული, სხვადასხვა აქტივობებით დამთავრებული გათვლილი იყო და ემსახურებოდა მხოლოდ ინკლუზიურ მიზნებს. წვეულებებს ჰქონდა წარმატებული შედეგები და ფაქტიურად, ეს აქტივობა გახდა მომავალი გეგმების საფუძველი.



წარმატებული ინკლუზია ინოვატორია

"პირველ რიგში, ცხოვრებაში იყავი გმირი და არა მსხევრპლი" ნორა ეფრონი 
როდესაც ჩვენ შევადგინეთ პირველი სპორტული პროგრამა, გადავწყვითეთ, მხოლოდ ერთი სახის გუნდი აგვერჩია, ეს გუნდი კი დაკომპლექტებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებით. ჩვენ დიდებული დრო გავატარეთ თამაშებისას, მაგრამ ერთი სეზონის შემდეგ მივხვდით, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ, რაღაც გამოგვრჩა. გამორჩენილი ელემენტი კი აღმოჩნდნენ ბავშვები, რომელნიც "ტიპიურ" ბავშვებად მიიჩნევიან და არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები. იმის ნაცვლად, რომ ჩავციკლულიყავით შეცდომაზე, გადავწყვიტეთ ვყოფილიყავით ნოვატორნი. სხვადასხვა ფეხბურთელ მეგობრებთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ ინკლუზიური ფეხბურთი. ეს იყო პროგრამა, სადაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები და "ტიპიური" ბავშვები ფეხბურთს სწავლობდნენ ერთად. გამოვიჩინეთ ინიციატივა რათა შექმნილიყო ეს პროგრამა და მან გაამართლა. თავდაპირველად 10 ბავშვით დავიწყეთ, დღეს მათი რაოდენობა ასობითაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


წარმატებული ინკლუზია გვარწმუნებს

,,მირჩევნია დავარწმუნო, ითანამშრომლოს ჩემთან, რადგან თუ ამან გაჭრა, გააგრძელებს ურთიერთობას. თუ შევაშინე, ჩემთან ითანამშრომლებს ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც შეშინებული იქნება, მაგრამ შემდეგ დაიკარგება" ეიზენჰაუერი
ინკლუზიის ფორმირების გზაზე აუცილებელია ადამიანთა ორი ჯგუფის დახმარება, ესენი არიან მასწავლებლები და თერაპევტები. ნებისმიერი ჯგუფი, როდესაც დარწმუნებულია რომ დაუცველია, ამცირებს წარმატებული ინკლუზიის შესაძლებლობებს. ამ ჯგუფის ადამიანებს სამი რამ უშლით ხელს გახდნენ ჩვენი პარტნიორები ინკლუზიაში: პირველი არის გაბრაზება. მეორე არის ბრალდება. მესამე არის მოლოდინები მადლიერებისა და ღვაწლის გარეშე. თუ ვაპირებთ დავარწმუნოთ ადამიანები გახდნენ ჩვენი პარტნიორები ინკლუზიური პრაქტიკის განხორციელებისას, უნდა ვიყოთ მათი მეგობრები და არა მტრები.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ გაბრაზება გაგებით ჩავანაცვლოთ. ამის მისაღწევად  საჭიროა ბრალდების ნაცვლად შეკითხვები დავსვათ. აღნიშნული შეკითხვები დაგვეხმარება კიდევ უფრო ახლოს გავიცნოთ ეს ადამიანები და გაგვიჩნდეს ემპათიის გრძნობა მათი ცხოვრების მიმართ...
 კითხვებზე პასუხები აღნიშნული სტატიის ავტორს დაეხმარა უკეთ გაეგო მასწავლებლებისა და თერაპევტების ტექნოლოგიური და კვლევითი საჭიროებები, შემდეგ კი დახმარებოდა პრობლემების გადაჭრასა და იმ საჭირო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფაში, რომელიც მათ საქმიანობისას სჭირდებოდათ.
მასწავლებლებსა და თერაპევტებთან წარმატებულმა საქმიანობამ, კვალი დაატყო ბავშვების ინკლუზიურ საგანმანათლებლო გამოცდილებასაც. პედაგოგებისა და თერაპევტების კრეატიულობამ და თანმიმდევრულობამ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენდა მოულოდნელად, ბავშვებთანაც მნიშვნელოვან გართულებებს არ ჰქონია ადგილი, ეს იმ ფონზე როდესაც სწავლება დროში გაწერილი იყო.
მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმატებული ინკლუზური გარემოს შექმნა. ყველაფერი, რაც გჭირდება არის ის, რომ დაიწყო ახლავე, დაიწყო მცირედით და იყო დამაჯერებელი. შენც და შენი ოჯახიც გაოცებული დარჩებით, როდესაც დაინახავთ რისი გაკეთება შეგძლებიათ.


No comments:

Post a Comment