Wednesday, October 16, 2013

"ვმუშაობ, მაშასადამე ვარ"


რატომ მინდა რომ ვიმუშაო? რას ნიშნავს სამსახური ჩემთვის? როგორ უნდა შევიტანოთ ჩვენი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი საზოგადოებაში?
ადამიანები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ გონებრივი განვითარების მხრივ, ნათელს ჰფენენ ამ კითხვების მარტივ, მაგრამ მივიწყებულ პასუხებს.

მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიული კანონმდებლობა უნაკლო არაა, და უამრავი დაბრკოლება არსებობს ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების სფეროში, რამდენიმე წლის წინ ტომისლავ ზაჯამ რამოდენიმე ფილმი გადაიღო მათ შესახებ, როდესაც ისინი ფუთავდნენ და აფასოებდნენ პროდუქციას მსხვილ სასაწყობე კომპანიებში, "დასაქმების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში და რომელსაც მართვადა" ინკლუზიის მხარდამჭერი ასოციაცია".
თავდაპირველად შშმ ადამიანები ამ ქარხნებში გამოჩნდნენ როგორც ტიპიური მუშები, მაგრამ იყო რაღაც განსხვავებული: ყველა მათგანი დაუჯერებლად გახარებული იყო. როდესაც ტომისლავმა ჰკითხა, რა იყო სიხარულის მიზეზი, მათ უპასუხეს, რომ "უბრალოდ ფაქტი, რომ მუშაობდნენ და აღნიშნული სამსახურისთვის იღებდნენ ანაზღაურებას". ასევე სიხარულის მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ მათ შეეძლოთ აქტიური სოციალური ურთიერთობები. ავტორმა ასევე შეკითვები დაუსვა მსხვილი სასაწყობე კომპანიების დანარჩენ პერსონალს - მათ შორის, მენეჯერებსაც იმის შესახებ,  რას ნიშნავდა გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან ერთად მუშაობა. მათ კი უდიდესი მადლიერება გამოხატეს კოლეგების მიმართ და აღნიშნეს, რომ უფრო  და უფრო მეტად კმაყოფილნი იყვნენ მათთან ერთად მუშაობით.
გასულ წელს, გრალ ფილმმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ვმუშაობ, მაშასადამე ვარ" "ინკლუზიის ხელშემწყობი ორგანიზაციის" ახალი სოციალური მეწარმების პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მხატვრებად, დიზაინერებად და ფერმერებად მუშაობენ. ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერის ქსელი, როდესაც არ აქვს შესაძლებლობა და ახალი იდეები, რათა განახორციელოს საკუთარი ოცნებები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებსაც ესაჭიროებათ სამუშაოს მწვრთნელები, მენტორები და ბიზნეს პარტნიორები. ამ გზით ისინი ნაკლებ დამოკიდებულები ხდებიან სახელმწიფოსა და დონორებზე, და უფრო მეტად დამოუკიდებელნი და თავდაჯერებულები გახდებიან, როგორც ინდივიდები.
უყურეთ "ვმუშაობ, მაშასადამე ვარსებობ" ფილმს და თავად ნახეთ რას ნიშნავს სამსახური ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე  პირებისთვის.


No comments:

Post a Comment