Tuesday, August 27, 2013

შშმპ სტატუსი საქართველოში

"ბარიერები, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური დაცვა, შშმპ, შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხი, შესაძლებლობების შეზღუდვის მიზეზები"შშმპ სტატუსი საქართველოში"barriers, ministry of labour health and social affairs of georgia,social security,disable people, quality of disability, causes of disability.





































იმ უამრავ გარემო ბარიერთან ერთად,რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები აწყდებიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტატუსის მიღება და მასთან დაკავშირებული სირთულეებია.საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის სტატუსის მინიჭება სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის საფუძველზე ხდება, რომელსაც "შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო" ატარებს,
და, რომელსაც პირი აჰყავს აღრიცხვაზე სოციალური დაცვის მიზნით. კანონი "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს განმარტავს, როგორც: "ადამიანი რომელსაც დაავადების,ტრავმის გონებრივი თუ ფიზიკური ტრამვების შედეგად ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები,რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფა- ცხოვრების არსებით გაძნელებას,რასაც იგი მიჰყავს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე." თუმცა მხოლოდ ამ განსაზღვრების საფუძველზე როდი ხდება სტატუსის მინიჭება. სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა დისწიპლინათშორისი საქმიანობის სფეროა და სამედიცინო-ბიოლოგიურ ასპექტებთან ერთად მოიცავს სოციოლოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებს. ისაზღვრება პირის ქმედობაუნარიანობა (ანუ რამდენად შესწევს თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარი) და ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი მიზეზები, მიმდინარეობა და სამომავლო სოციალური დაცვის ღონისძიებები. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვას სიმძიმის სხვადასხვა ხარისხი აქვს: მსუბუქად, ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული და მათ შორის სტატუსი არ ენიჭება მხოლოდ მსუბუქად გამოხატულ ქმედობაუნარიანობაზე. არსებულ სამართლებრივ ბაზაზე დაყრდნობით შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზებს შორის სახელდება საერთო დაავადება, შრომითი დასახიჩრება, პროფესიული დაავადება, ბავშვობიდან შესაძლებლობების შეზღუდვა, შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრამვასთან ან დაავადებასთან, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის, სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიქტების ავარიასთან და კიდევ რამოდენიმე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზი. რა სახის ბიუროკრატიული პროცედურებიც არ უნდა არსებობდეს, მთავარია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს "სტატუსის" უქონლობამ ხელი არ შეუშალოს იმ მინიმალური სოციალური დაცვის სერვისებით სარგებლობაში, რასაც სახელმწიფო დღეისათვის სთავაზობს.

No comments:

Post a Comment