Thursday, August 1, 2013

"10 ფაქტი" ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ფსიქიკური აშლილობები,დეპრესია,სუიციდი,ომები, კატასტროფები,სტიგმა,დისკრიმინაცია,პაციენტთა უფლებები,ბარიერები,World Health Organization,mental disorders,depression,suicide,wars,disaster,stigma,discrimination,patients rights,















"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია"(WHO) დაარსების დღიდან  წამყვანი და მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციაა გაერთიანებული ერების სისტემაში.სწორედ ეს ორგანიზაცია კურირებს  ჯანმრთელობის საკითხებს  მსოფლიო მასშტაბით - იკვლევს და ავრცელებს რეკომენდაციებს, ამკვიდრებს  ნორმებსა და სტანდარტებს, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნების
საქმეში. WHO-ს მნიშვნელოვანი ინტერესის საგანია შეზღუდული შესაძლებლობების თემა, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობებს პირდაპირ უკავშირდება. გთავაზობთ "10 ფაქტს" ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს შესახებ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა.

ფაქტი 1ფსიქიკური აშლილობების ნახევარზე მეტი 14 წლამდე ასაკში იწყება. მიჩნეულია, რომ დაახლოებით ბავშვებისა და მოზარდების 20%- აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები  და თითოეულ კულტურაში ვხვდებით მსგავს აშლილობ. დღეისათვის, მენტალური ჯანმრთელობის რესურსების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოს რეგიონებში შეინიშნება, სადაც მოსახლეობაში,პროცენტულად 19 წელს დაბლა ადამიანები ჭარბობენდაბალ და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების უმრავლესობაში,  1 დან 4 მილიონამდე მოსახლეობაზე მხოლოდ ერთი ბავშვთა ფსიქიატრი მოდის.

ფაქტი 2: დეპრესია ხასიათდება  მოწყენილობითა და ინტერესის ქონის დეფიციტით ადამიანის  ფსიქოლოგიურ, ქცევით და ფიზიკურ სფეროში. სწორედ ეს მდგომარეობაა  წამყვანი შეზღუდული შესაძლებლობების სფეროში.
ფაქტი3: საშუალოდ 800 000 ადამიანი იკლავს თავს ყოველწლიურად მსოფლიოშიმათ 86% დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობაზე მოდის. თვითმკვლელთა ნახევარზე მეტი 14 -დან 44 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებილი აღინიშნება  მამაკაცებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან,  ხოლო თვითმკვლელობის ყველაზე ცნობილი მიზეზები, სწორედ მენტალური პრობლემებია.
ფაქტი 4მენტალურ ჯანმრთელობასა და ზოგადად, ფსიქიკურ სიჯანსაღეზე უდიდესი გავლენა აქვს ომებსა და კატასტროფებს. ფსიქიკური აშლილობების მაჩვენებლები ორმაგდება უბედური შემთხვევების შედეგად.
ფაქტი 5ფსიქიკური პრობლემები რისკ- ფაქტორს წარმოადგენს, როგორც გადამდები ისე არაგადამდები დაავადებების შემთხვევაშიასევე ხელს უწყობს პიროვნებების მიერ როგორც განზრახ, ისე არაგანზრახ დაზიანებებს.

ფაქტი 6: ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესია ფსიქიკური აშლილობების სტიგმისა და შესაბამისად, პაციენტებისა და მათი ოჯახების დისკრიმინაციისგან დაცვა. სამხრეთ აფრიკაში, საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის აზრით, ფსიქიკური პრობლემები უფრო მეტად სტრესთან და ნებისყოფის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული, ვიდრე სამედიცინო დარღვევებთან. მოლოდინების საპირისპიროდ, სტიგმის  მაჩვენებელი უფრო მაღალი აღმოჩნდა ურბანულ არეებში მცხოვრებ განათლებულ მოსახლეობას შორის.
ფაქტი 7:  მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, რეგულარულად ქვეყნდება ცნობები ფსიქიატრიული პაციენტების უფლებათა დარღვევების შესახებ. ძირითადად ესენიაფიზიკური შევიწროება, იზოლაცია, უარის თქმა ძირითად საჭიროებებსა და კონფიდენციალობის უფლების დაცვაზე.
ფაქტი 8: მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების მკვეთრად არაანაბარი განაწილება შეინიშნება. საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში  სწორედ ფსიქიატრების, ფსიქიატრიული მედდების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების დეფიციტი წარმოადგენს უმთავრეს ბარიერს მკურნალობისა და მოვლის კუთხით. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში  100 000  ადამიანზე 0.05 ფსიქიატრი და 0.42 მედდა მოდის. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ფსიქიატრ ეს მაჩვენებელი 170-ჯერ მაალია, ხოლო მედდების ემთხვევაში ეს მაჩვენებლი 70-ჯერ იზრდება.
ფაქტი 9: იმისათვის, რომ გაიზარდოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა, საჭიროა  ხუთი ირიადი ბარიერის დაძლევა, ესენია:
      1) ფსიქიკური ჯანმრელობის საკითხის არარსებობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დღის წესრიგში და დაფინანსების საკითხები;
      2) არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გამწევი ორგანიზაციების მდგომარეობა;
    3) ინტეგრაციის ნაკლებობა პირველად ჯანდაცვასთან;
      4) ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალების სიმწირე;
    5) ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტების ნაკლებობა.

ფაქტი 10: იმისათვის, რომ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო არსებული სერვისების გაზრდა და გამრავალფეროვნება (განსაკუთრებით დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში), საჭიროა  რომ მთავრობებმა, დონორებმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალებმა, ასევე პაციენტებმა და მათმა ოჯახებმა ერთად იმუშაონ.

მასალა ნათარგმნია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წყაროდან.

No comments:

Post a Comment