სტეფან ჰოკინგი |
მსოფლიოს არაერთი შეზღუდუდლი შესაძლებლობების მქონე ადამიანი ახსოვს, რომელთათვისაც ფიზიკურ თუ მენტალურ პრობლემებს არ შეუშლია ხელი, თავიანთი ნიჭისა და ცოდნის რეალიზება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სფეროებში მოეხდინათ. სწორედ ასეთი ადამიანები იყვნენ ალბერტ აინშტაინი, კრისტოფერ რივი, თომას ედისონი, ფრანკლინ რუზველტი, ჯორჯ ვაშინგტონი, ფრანცისკო გოია, ჯონ მილტონი, ლორდი ბაირონი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ვოლტ დისნეი და სხვანი, რომელთა რიგებშიც უდავოდ ღირსეულ ადგილს იკავებს XX-XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და განათლებული ასტროფიზიკოსი და მათემატიკოსი სტივენ ჰოკინგი.
დაიბადა 1942 წელს ოქსფორდში, ინგლისში. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას (მაშინ 21 წლისა იყო და კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა) მძიმე დიაგნოზი დაუსვეს : ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი (Amyotrophic Lateral Sclerosis), რომელიც მოტორული ნეირონების დაავადებაა და კუნთების სრულ ატროფიასა და დამბლას იწვევს. შემზარავ დიაგნოზს მწვავედ განიცდიდა მისი ოჯახი, ამას ემატებოდა ექიმების სკეპტიკური პროგნოზებიც, მაგრამ სტეფან ჰოკინგი არ დანებდა. საავადმყოფოში ყოფნისას მასთან ერთად იწვა ლეიკემიით დაავადებული პაციენტი და როდესაც სტეფანი უყურებდა მის ტანჯვას მიხვდა, მისი მდგომარეობა განსხვავებული იყო, მას ჯერ კიდევ შეეძლო თავისი ოცნებები განეხორციელებინა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მის ცხოვრებაში 1965 წელს მოხდა, როდესაც შეუყვარდა და იქორწინა ჯეინ ვაილდზე.
ჰოკინგის თქმით, დაავადებამ ხელიც კი შეუწყო მის სამეცნიერო მოღვაწეობას: თვლის, რომ დიაგნოზის გაგებამდე მოსაბეზრებელი ცხოვრება ჰქონდა, შემდეგ კი ენერგია მუშაობასა და კვლევებში ჩადო და განავითარა.
ჰოკინგი ავტორია ცნობილი წიგნისა "სამყაროს მოკლე ისტორია"(A Short History of the Universe), ასევე მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო მისმა "დიდი შეჯახების" და „შავი ხვრელის“ თეორიებმა. დღემდე მატემატიკის პროფესორია კემბრიჯის
უნივერსიტეტში და მიუხედავად იმისა, რომ სრულად პარალიზებულია მაინც ასწავლის კომპიუტერის საშუალებით,
რომელიც მის მინიშნებებზე რეაგირებს და მათ სიტყვებად გარდაქმნის.
სტეფან ჰოკინგი, აინშტაინის შემდეგ მეოცე საუკუნის უდიდეს მეცნიერადაა აღიარებული. მან ნამდვილად დაამტკიცა, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია!
No comments:
Post a Comment