Tuesday, February 28, 2017

დიალოგი ბოჟოსთან



















ბოჟო: - მინდა თქვენი პროფესია გავიგო. რას აკეთებთ თქვენს ქვეყანაში რას საქმიანობთ?
მე:  - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საოჯახო ტიპის საცხოვრებების მომსახურება შევქმენით. მე მის განვითარებაზე ვმუშაობ. მინდა მათ ვისაც ვემსახურებით, საზოგადოებაში, სოციუმში იცხოვრონ ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი ცხოვრობს.
ბოჟო: - მართლა? რა კარგია. როგორია თქვენი მომსახურება, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ერთ ბინაში?
მე: - მაქსიუმუმ 5 ადამიანამდე. ზოგან სამი, ზოგან 4, ზოგან კი 5. მეტი არა.
ბოჟო: - მეტი კარგი არ არის. ხმაური იქნება. მუშაობენ ისინი?
მე: - ზოგი მუშაობს. ვისაც ჯერ ვერ მივეხმარეთ, მათთვის პატარა სკოლა-სახელოსნო გვაქვს. ჯერ იქ საქმიანობენ. როცა სამსახური გამოჩნდება, მერე იქ იმუშავებენ.
ბოჟო: - და ხელფასს იღებენ? თვითონ შეუძლიათ დახარჯონ?
მე: - რა თქმა უნდა. ეს მათი ფულია. თვითონ ხარჯავენ იმაში, რაშიც უნდათ. ჩვენ რჩევებს ვაძლევთ. დანარჩენი მათი საქმეა.
ბოჟოს სახეზე კმაყოფილება აუთამაშდა. თავი დამიკრა და ცერა თითი მოწონების ნიშნად მაღლა ასწია და კითხვით შემდეგ „რესპოდენტთან“ გადაინაცვლა. მე კი შვებით ამოვისუნთქე. მივხვდი პატარა გამოცდა მომიწყეს. გამოცდა ჩავაბარე J

ხორვატია, ქალაქი ზაგრები,  საოჯახო ტიპის სახლი, 2017 წ. თებერვალი
ბოჟო - ჩვენი მასპინძელი, საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარი,
მაია შიშნიაშვილი, ხელი ხელს დამფუძნებელი, ხორვატიაში სტუმრობის ერთი დღე

No comments:

Post a Comment