ბავშვობიდან თავშესაფარში ცხოვრების შემდეგ, 5 წელია რაც "ხელი ხელს" საოჯახო ტიპის გარემოში გურჯაანში ცხოვრობს.
სამსახურში პირველი კოორპორატიული საღამო ქონდა. "ჯეო ჰოსპიტალს" 5 წელი შეუსრულდა. თამარა ღელავდა. მთელი თვე ელოდებოდა ამ დღეს. ნერვიულობდა. წასვლა-არწასვლაზე ფიქრობდა. ასისტენტს კითხვებით ავსებდა: როგორი იქნებოდა ეს დღე?!
ბოლოს წასვლა გადაწყვიტა. თამარი ბედნიერი და გაბრწყინებული იყო
თამარამ სუფრასთან გაიხსენა, რომ "ხელი ხელს" 5 წლის გადა." თავისი თავდაჭერითა და თავაზიანობით მან ბევრი ცუდი წელი უკან ჩამოიტოვა.
თამარას ასისტენტი და კოლეგა ნანა წინ დაუჯდა. უნდოდა მისი ყველა წამით სიამოვნება მიეღო. თამარას თავი ღირსეულად ეჭირა. დანა-ჩანგალს მოხდენილად ხმარობდა.
ჯერ მხოლოდ ასისტენტთან ცეკვას დათანხმდა. მერე კომპლექსი მოეხსნა და დიდხანს აღარ დამჯდარა.
ნანა მაღალაშვილი, თამარის მეგობარი, ასისტენტი და კოლეგა სიამოვნებით იხსენებს: "შევყურებდი თამარს და მისი სიხარულით ვხარობდი. გამახსენდა 5 წლის წინ ნანახი თამარი, რომელსაც საუბარიც კი უჭირდა, ყველაფერზე დამფრთხალი და შეშინებული თვალებით, რომ მოგვჩერებოდა.
სახლში, რომ ვბრუნდებოდით თამარმა ამოილაპარაკა: ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ."
No comments:
Post a Comment