ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრება ამაო არ ყოფილიყო. მაგისტრატურის მეორე კურსზე ვიყავი, თებერვალი იყო. მაიამ დამირეკა და მკითხა: - “იავნანას” მარათონი რომ დაგეგმე გინდა მასეთი ღონისძიებები კიდევ გააკეთო?!
იმ საღამოს ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და მახსოვს, აღტაცებული ვუსმენდი მის იდეებს. ბევრი რამ არც მესმოდა, რაღაც სახლების კამპანიებზე საუბრობდა, რომლებიც ჯერ არ არსებობდა და არც ვიცოდი რა იყო. მოხალისედ ორი წელი ვიმუშავე და შემდეგ სახელოსნოს პროექტი დაგვიფინანსეს. აქედანვე დაიწყო ჩემი გასამმაგებული მუშაობა და ყოველ კვირა კახეთში სიარული. ვაკეთებდით ყველაფერს, გვევალებოდა თუ არა, ვიცოდით თუ არა. არ მახსოვს, ბოლოს როდის დამავალა კონკრეტული საქმე - ყოველთვის აუარება იყო საკეთებელი. რამდენი რამ ვისწავლე... რაც მთავარია მოსმენა, გულისყურით ადამიანების მოსმენა და ნდობა. რთული იყო ამ გზის გავლა, როგორ უნდა შეცვალო ადამიანების ცხოვრება როცა საკუთარი ცხოვრების შეცვლა ხშირად არ შეგიძლია? მგონი შევძელით. ეხლა ყველასთან შემიძლია ვიამაყო, როგორი შესაძლებლობა მქონდა, რომ ასეთი დიდი წამოწყების სათავეში ვყოფილიყავი. გამიმართლა, ამაოდ არ მიცხოვრია.
No comments:
Post a Comment