სამწუხაროდ, შაკიკი მაქვს. ორიოდე დღის ასისტენტად მორიგეობის დროს შეტევა მქონდა. ამ დროს ისე მტკივა თავი, მგონია, ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ადამაინებს ზუსტად ასეთი ტკივილებით აწამებენ. ნეტავ გენახათ, გოგონები (ბენეფიციარები) გვერდში როგორ დამიდგნენ, როგორ დამაწვინეს, როგორ მამხნევებდნენ და როგორ ცდილობდნენ, რომ არ ელაპარაკათ...:D
საღამოს გოგონებზე ადრე დავწექი, ჩამეძინა, მოდიოდნენ, ზოგი საბანს მიკეცავდა, ზოგი ბალიშს მისწორებდა, ვიგრძენი, რომელიღაცამ შუბლზეც მაკოცა, მერე ერთმა მათგანმა ყველა დასაძინებლად წაიყვანა.
ჰოდა, ასეთ თანაგანცდას, თანამეტკივილეობას რომელი ტკივილი გაუძლებდა, დილით უკვე ჩიტივით ვიყავი. გოგოებმა ამბავი დამახვედრეს: ღმერთს ვთხოვეთ შენთვის ტკივილს გაევლო!..
ეს იყო საოცარი მზრუნველობა
გვანცა - "ხელი ხელს" საოჯახო ტიპის საცხოვრისების ასისტენტი
:*
ჰდჰეგსდგჰ
No comments:
Post a Comment