Monday, January 30, 2017

თანასწორობის გზაზე თავაწეული მიაბიჯებს



ფოტო - ემი ვიტალე, National Geographic-ის ფოტოგრაფი, "ნიკონის" ელჩი



"უთანასწორო გზაზე" თანასწორად სიარულს თანასწორობისმოყვარე ადამიანები და კომპანიებიც უზრუნველყოფენ.
დათო დიდი ზომის თავშესაფრიდან "ხელი ხელს" მცირე საოჯახო ტიპის გარემოში მოხვდა. პირველი ყვავილის ჩუქების, პირველად სალონში სტუმრობის, პირველი სამსახურის, მუშაობის, რუტინის, სიხარულისა და იმედგაცრუების ჭიდილი აღმოჩენებად დაიწყო.

რამდენიმე თვის განმავლობაში რესტორან "ეზოს" ეზოს აწკრიალებდა. ღირსეულ, თანასწორ ანაზღაურებასაც იღებდა. სიზარმაცეს ზარმაცი ფალავანივით ეჭიდავებოდა. "დამარცხდა." სამსახურიც დაკარგა.
ეს, "ეზოსგან" თანასწორობის გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯი 
იყო

ხელის დაფარება ადამიანსაც ვნებს და საქმესაც.
დათოსთვის არაჩვეულებრივი გამოცდილების მიცემისთვის "ეზოს" გუნდი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს.

დათომ მუშაობისას ბევრი სურვილის ასრულება მოახერხა. ბევრი ქალბატონი ყვავილით დაასაჩუქრა, ცხოვრებაში პირველად მომხდარი ამბების სიხარულიც ბევრჯერ გაიზიარა.


სამსახურის დაკარგვის მერე ცოტა კიდევ იუსაქმურა. ახლა სოციალურ საწარმო "ბაბალეში" მუშაობს და თანასწორობის გზაზე თავაწეული მიაბიჯებს


გიორგი ლიპარიშვილი
"ხელი ხელს" კომუნიკაციის მენეჯერი

No comments:

Post a Comment