ფოტო - ემი ვიტალე
სერიიდან: ერთი დღე ხელი ხელს ერთ სახლში. ამ
სახლში ცხოვრობენ გიო (დიდი დავარქვით ასაკის გამო), დათო და გიო (პატარა)
ხომ მაყიდინებ კარგ ტელეფონს რეზი როცა პენსია მექნება?! - მეუბნება მომღიმარი პატარა გიო და მეხუტება. როცა მოგცემენ პენსიას გიო, რა თქმა უნდა, გაგყვები, აგარჩევინებ. თუ არ გვეყო შეინახავ, მომდევნო თვეს დაამატებ კიდევ ერთ პენსიას და მერე კარგი ტელეფონისთვის აუცილებლად გვეყოფა. ახლა კი
ნათიას (პრაქტიკანტს) ფერადი ფურცლებისგან ფიფქის გაკეთებაში ერთად დავეხმარებით.
კარგად ვაკეთებდით, ყველა ჩავერთეთ. დიდი გიოს გარდა, რომელსაც მივუკაკუნე კარებზე და ბურუსიდან გამომძახა რომ არ უნდოდა...ნათიას (პრაქტიკანტს) ფერადი ფურცლებისგან ფიფქის გაკეთებაში ერთად დავეხმარებით.
და ისმა კარზე კაკუნი და იყო ის თვით “ბიუროკრატია”. ქალბატონი და ბატონი შეჩერებულ-აღსადგენი პენსიის თაობაზე პატარა გიოს სანახავად მობრძანდნენ. გამოკითხეს ასაკი, დაბადების თარიღი, რომელზეც მხოლოდ წელი ვერ გაიხსენა. კითხეს თუ რას აპირებდა ამ ფულით. გიომაც გულწრფელად გადაუშალა გული, რომ უნდოდა სენსორული ტელეფონი, კომპიუტერი, ახალი ტანსაცმელები… ამას მოყვა ქალბატონის ირონიული "ეგ ყველას უნდა". შემდეგ, ფულის ცნობა თუ შეეძლო და გიომაც ამოიცნო ბატონის ნოტიო, ხელის გულზე დადებული ათ ლარიანი. ვერ ამოიცნო ასლარიანი, რომელიც პატარა გიოს არასდროს ენახა.
იზაც (“ხელი ხელს” ასისტენტი) მოვიდა და მათი დიალოგიდან ვხვდები, რომ გიოს პენსიის აღდგენის საქმეს კარგი პირი არ უჩანს. სხვა გზებით უნდა გვეცადა. წასვლისას გიოს კითხა თუ ახსოვდა მისი სახელი, რომელიც როცა შემოვიდა გვითხრა, მაგრამ გიომ ვერ გაიხსენა. სიმართლე გითხრათ ვერც მე. ამიტომ პირობითად დავარქვათ, ბატონი ბიუროკრატია და ქალბატონი ბიუროკრატესა. ისინი წავიდნენ. ყველას ნაღველი გვაწევს. ერთადერთი პატარა გიოს დათამაშებს სიხარული ლოყებზე. მეუბნება, რომ მისი პენსიის თაობაზე იყვნენ. სიხარულით ცახცახებს. ჯერ ვერ ხვდება საით მიდის საქმე. მოდის, მეხუტება და მეუბნება - ხომ წამყვები და მაყიდინებ რეზი მაგარ ტელეფონს როცა პენსია მექნება”
დღეს, გიორგის მაგარი ტელეფონი აქვს, თავისი ხელფასით ნაყიდი. ბედნიერია, რომ მუსიკას თავისივე ტელეფონში უსმენს. ის სოციალურ საწარმო "ბაბალეში" მუშაობს. გიორგი მაგარტელეფონიანი მაგარი ბიჭია. პენსია კი... "ბიუროკრატიამ" გადაწყვიტა, რომ მას არ
აქვს უნარი თავისი კუთვნილი თანხა გამოიყენოს, ამიტომ კვლავ შეჩერებული აქვს.
სადღაც, რომელიღაც კომერციულ ბანკში გროვდება და ხეირობს ბანკი, ბიუროკრატია კი
ზეიმობს, რომ გიორგი კუთვნილი თანხის გაფლანგვისგან „დაიცვა“.
პ.ს. ბლოგები სერიიდან ერთი დღე ხელი ხელს ერთ-ერთ სახლში შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციის აზრს. ის ეკუთვნის ავტორს, რომელიც იმ დღეს მცხოვრებლებთან ატარებს
No comments:
Post a Comment