ფოტო - ემი ვიტალე
სად არის თავისუფლება?!
სად არის ზღვარი?! სად იწყება ან მთავრდება ან გრძელდება დამოუკიდებლობა?!
ვჩქარობდით. შევამჩნიე "ეშმაკის ბორბალს" ეშმაკურად უთვალთვალებდა. უნდოდა ზედ შემომჯდარიყო და ეშმაკის ბორბალი ბედის ბორბალივით დაეტრიალებინა. დროს ისევ ჩავკირკიტებდით.
მაგრამ ბოლოს დრო გვერდზე გადავდეთ და "ბორბალს" შევახტით. რაც უფრო ზემოთ მივიწევდით გვეგონა ცას უფრო ვუახლოვდებოდით და მალე ხელითაც მივწვდებოდით.
მერე ვყვიროდით, ვყვიროდით უსიტყვოდ, უსიტყვო თავისუფლებას ვყვიროდით.მაგრამ ბოლოს დრო გვერდზე გადავდეთ და "ბორბალს" შევახტით. რაც უფრო ზემოთ მივიწევდით გვეგონა ცას უფრო ვუახლოვდებოდით და მალე ხელითაც მივწვდებოდით.
თითქმის 2 წელია დათო თავშესაფრიდან (დიდი ზომის ინსტიტუციიდან) "ხელი ხელს" საოჯახო გარემოში გადმოცხოვრდა. დაბრუნდა უკან საზოგადოებაში. დამოუკიდებლობასთან, ცხოველებთან, ადამიანებთან მეგობრობს, მუშაობს...
თანასწორობისა და თავისუფლების ბორბალზე ტრიალი გრძელდება.
ხანდახან კითხვებს პასუხი ელდასავით ეცემა.
სად არის თავისუფლება?!
გიორგი ლიპარიშვილი
#ხელიხელს კომუნიკაციის მენეჯერი
#საოჯახოჯობია
#დეინსტიტუციონალიზაცია
#ხელიხელს5წლისაა
#Community4all #handinhand
No comments:
Post a Comment