Sunday, October 18, 2015

წარმატებული ჩურჩხელობანა



თბილისობა ეზოში ან ეზოობა თბილისში. ჩურჩხელობანა წარმატებული გამოდგა. 
გურჯაანის  საოჯახო ტიპის საცხოვრებელში მცხოვრები შშმ პირები თბილისსა და რესტორან "ეზოს" თავიანთი ჩურჩხელებითა და ხელნაკეთი ნივთებით ხელდამშვენებულნი ესტუმრნენ.

ჩურჩხელები სულ გაიყიდა. რამდენიმე ასეულიდან წუნი მხოლოდ 2 ცალს  აღმოაჩნდა. მგზავრობისას ცხვირები მოტეხვოდათ. ეს უცხვირპირო ჩურჩხელები ჩვენ შემოგვეჭამა. ცოტაც მივაჩუქ-მოვაჩუქეთ, ხელი ხელს ხომ ბანს აძლევს. დანარჩენები გავყიდეთ. 
შემოსული თანხით თბილისში "ხელი ხელის" ახალი საოჯახო ტიპის საცხოვრებლის გახსნისას საჭირო ნივთებს ვიყიდით. დიდი ამბავია. ერთი საოჯახო სახლი ეხმარება მეორეს. მოკლედ, ხელი ხელს ბანს აძლევს. 
დიდი მადლობა ეზოს მადიანი მასპინძლობისთვის, მადლობა ყველა მყიდველს,  
მომსალმებელს, მომღიმარსა და მოფიქრალ ადამიანს. 

პატივისა და გულისცემით,
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ხელი ხელს"

 













No comments:

Post a Comment