Tuesday, October 27, 2015
ამ სიკეთის შესახებ ყველამ უნდა გაიგოთ !!
რომელ სიკეთეს უხდება მალვა და ჩუმად კეთება ეს თქვენ გადაწყვიტეთ, მაგრამ ამ სიკეთის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს !!!
რა არის ,,გაადამიანურებისათვის’’ ყველაზე მნიშვნელოვანი?! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ნორმალურად ცხოვრებისთვის ბევრი რამ გვჭირდება, იქნება ეს უსაფრთხო გარემო, ჯანდაცვა სხვა თუ სხვა. ყველაზე უფრო მეტად ადამიანებს ადამიანები გვჭირდება !! ურთიერთობები, კომუნიკაცია წყალივით საჭიროა, თორემ შეიძლება ერთ დღესაც კაქტუსებს დავემსგავსოთ და ჩვენთან ჩახუტება აღარავის მოუნდეს. ყველას სჭირდება ოჯახი, ოჯახური სითბო და სიტკბო.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ხელი ხელს’’ ძალ–ღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ მოამზადოს რაც შეიძლება მეტი საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, იმ ადამიანებისთვის, რომლთაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. ამ კეთილი ადამიანების წყალობით გაიგეს მათ რა იყო ოჯახი, ოჯახური სითბო, სიმშვიდე და კარგად ყოფნა. სამწუხაროა ის, რომ ზოგიერთმა ოჯახისწევრობის გემო თავისი ცხოვრების ორმოცდამუხუთე წელს გაიგო; მაგრამ ამავდროულად სასიხარულოა, რომ ამ ამბავმა უფრო მეტად აღარ დააგვიანა.
თითოეულ ჩვენგანს გულით პატარა მზე დაგვაქვს, რომლითაც ვთბებით და ვათბობთ ერთმანეთს. გურჯაანში, ჩემს ახლადგაცნობილ მეგობრებს კი ეს მზე ახლა აენთოთ გულში. ტკბილმა ოჯახურმა ცხოვრებამ გააწითლა და ააგიზგიზა მათი მზეგულები. თავიანთი სითბოსა და პოზიტივის გასაზიარებლად ისინი ახალ–ახალი სტუმრების მოლოდინში არიან.
მიხარია, რომ არსებობს ორგანიზაცია ,,ხელი ხელს’’. მათი წამოწყებული საქმე ერთი სიტყვით მინდა დავახასიათო – კეთილგონივრული. მგონი, რომ ეს ერთ–ერთი არაჩვეულებრივი ეპითეტი ყველაზე სწორად და ზუსტად აღწერს მათ საქმიანობას. მაბედნიერებს ის ამბავი, რომ ერთად შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ კეთილ ნებას გონივრულად წარმართავენ.
სიკეთე რომ გადამდებია, მე ამის მწამს და მჯერა.
კეთილგონიერებას გისურვებთ !!
დიდი სიყვარულით, თქვენი მე,
ნატუკა მგალობლიშვილი - ილიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა კლუბის წევრი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment