გურჯაანში ორი ერთი შეხედვით სხვებისგან არაფრით გამორჩეული სახლი დგას. ამ სახლებში მძიმე საბჭოური ტიპის ინსტიტუციებიდან გადმოსული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ოჯახებად ცხოვრობენ. აქ ისინი ახალ ცხოვრებას იწყებენ, ახალი მიზნებითა და ცხოვრებისეული გამოწვევებით. თითოეულ მათგანს საკუთარი საქმე აქვს. მუშაობენ, სწავლობენ, ეხმარებიან ერთმანეთს საოჯახო საქმეში, უზიარებენ საკუთარ ცოდნას, ასწავლიან სიმღერას, დაკვრას, ხელსაქმეს. მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოში, ორგანიზაციაში ხელი ხელს ბენეფიციართა წინსვლაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
სტუმრები განსაკუთრებით უყვართ. გულითადად მასპინძლობენ, ათვალიერებინებენ სახლს და უყვებიან საკუთარ ამბებს. გუშინ მეც ამ სახლების სტუმარი ვიყავი.
პირველი გიორგი გავიცანი, პირველ სახლში მასპინძლობა მან გამიწია. 2 წლის წინ გიორგი არავის ეკონტაქტებოდა, არ საუბრობდა. ყველას ეგონა რომ მეტყველების პრობლემა ქონდა. გურჯაანში გადმოსვლს სურვილიც თავის დაქნევით გამოხატა. სადაც მისი ახალი ცხოვრება დაიწყო. ახალ გარემოს მალე შეეჩვია. ყავს მეგობრები თანდათან საუბარიც დაიწყო. ვალოდია სიმღერებსაც ასწავლის. განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე ბიჭია.
კოსტა და ირინა ცოლ ქმარნი არიან. ყავთ ორი შვილი. სტატუსიდან გამომდინარე ორივე შვილი სახელმწიფომ წაართვა და მინდობით გააშვილეს. ბავშვებს ხშირად ნახულობენ თუმცა ეს საკმარისი არაა. მათი ოცნებაა იყნენ სრულფასოვანი მშობლები. შვილები მათ გვერდით ცხოვრობდნენ, უმღეროდნენ იავნანას, აჭმევდნენ საჭმელს და ასეირნებდნენ ბავშვებს. ზრუნავდნენ მათზეც ისევე, როგორც ერთმანეთზე ზრუნავენ.
ვალოდია სახლის ნამდვილი კოლორიტია. სახასიათო გარეგნობით და იუმორის უნიკალური გრძნობით. ჩვენი სტუმრობისას სამუშაოდ იყო გასული. მეზობლებს ბალახის გამარგვლაში ეხმარება. რაშიც მცირედ გასამრჯელოსაც იღებს. ხანდახან ბალახებს მწვანილებსაც კი მიაყოლებს , მაგრამ ვის არ მოსდის ასეთები. ხდება ხოლმე.
“-სახლის სისუფთავე ეზო კარიდან იწყება”- გვეუბნება და გვათვალიერებინებს სახლის ეზოს სადაც შესაშური სისუფთავე სუფევს. ვალოდია განსაკუთრებულად ამაყია იმით, რომ საკუთარი შემოსავალი აქვს, რომელსაც დიდ ტომსიკაში ინახავს. ფულს თერჯოლაში წასასვლელად აგროვებს, აინტერესებს ახლა როგორ ცხოვრობენ იმ ინსტიტუციაში სადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. ფულს ვითვლით , ჯერ კიდევ საკმარისი თანხა არ არის გურჯაანიდან თერჯოლამდე და უკან გზისთვის. პენსიასაც უნდა დაელოდოს ვალოდია. ვალოდიამ გიორგის სიმღერა ასწავლა, კოსტიას დაკვრა ერთად კი ნამდილი კონცერტი ჩაგვიტარეს.
მეორე სახლში გადავდივართ, ვალოდიაც მოგვყება. გურჯაანში ყველა იცნობს მას.
ამ სახლში დიდი ფუსფუსი დაგვხვდა. დიმას დაბადების დღე დაემთხვა თან გაცილებას უწყობენ, თბილისში კომპიუტერული პროგრამების შესასწავლად მოდის. მალე მისი გურჯაანელი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ. აქ უგემრიელეს საჭმელს ამზადებენ. ასე გემრიელად დიდი ხანია არსად მიჭამია.
-“მე ადამიანებს თვალებით ვცნობ, ეს არის მთავარი რაც ინტერნატში გატარებულმა ბავშვობამ და შემდგომში ინსტიტუციაში ცხოვრებამ მასწავლა” – მიყვება თამარი საკუთარ ცხოვრებაზე. ის სამი წელია გურჯაანში ორგანიზაციის ხელი ხელს საოჯახო საცხოვრებელში ცხოვრობს. უკვე დასაქმდა, სააფთიაქო ქსელ PშP ში მუშაობს. უყვარს საკუთარი საქმე, ვარჯიში, ფეხით სიარული, საჭმლის მომზადება და ხელსაქმე, რასაც გურჯაანში ცხოვრებისას დაეუფლა. საოცრად თბილი ქალბატონია.
გოჩა და ნათიაც ცოლ ქმარნი არიან. მათაც ყავთ შვილები, რომელთაც ანალოგიური მიზეზებით. მშობლებისგან განცალკევებით უწევთ ცხოვრება.
ჩემი აზრით მცირე ტიპის საოჯახო საცხოვრებლები ინსტიტუციების ერთადერთი გამართლებული ალტერნატივაა . იმედი მაქვს სახელმწიფო და განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები მალე დაინახავენ სერისის საჭიროებასა და მის მნიშვნელობას. ამ მოდელს სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვისაც ისევე წარმატებულად გამოიყენებს სახელმწიფო დეინსტიტუციანალიზების პროცესში, როგორც ეს ბავშვთა ინტერნატების მცირე ტიპის საოჯახო საცხოვრისებით ჩანაცვლებისას გააკეთა.
ავტორი : გოჩა გაბოძე
წყარო
ავტორი : გოჩა გაბოძე
წყარო
No comments:
Post a Comment