Tuesday, July 21, 2015

ლეგენდარული სტივ უანდერის მოტივაცია

რამდენიმე წლის წინ, ნიუორკში მცხოვრებ სტივ მორისს, მასწავლებელმა სასკოლო ოთახში თაგვის დაჭერაში დახმარება თხოვა. მან აღიარა ბავშვში ბუნებრივი ნიჭის არსებობა, რომელსაც კლასში სხვა არავინ ფლობდა. მას იშვიათი მახვილი სმენა ქონდა, რომელიც სუსტ მხედველობას უკომპენსირებდა.
მაშინ პირველად, ღირსეულად შეფასდა სტივის არაჩვეულებრივი სმენა. რამდენიმე წლის შემდეგ მორისი იხსენებდა, 

რომ სწორედ ეს შემთხვევა დაეხმარა მას ახალი ცხოვრების დაწყებაში. სტივ მორისმა თავისი ტალანტი განავითარა და სრულყო. ის 70-იანი წლებიდან ერთერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდუსერია. უკრავს ფორტეპიანოზე, სინთეზატორზე, ჰარმონიკაზე, კონგაზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ბასგიტარაზე. 
1984 წ. ოსკარი მიიღო ფილმის საუნდტრეკისთვის "ქალი წითელში" -  I Just Called To Say I Love You

სტივ მორისის სცენური ფსევდონიმი სტივ უანდერია.

პატივისა და გულისცემით, 
გიორგი ლიპარიშვილი

No comments:

Post a Comment