Tuesday, August 27, 2013

შშმპ სტატუსი საქართველოში

"ბარიერები, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური დაცვა, შშმპ, შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხი, შესაძლებლობების შეზღუდვის მიზეზები"შშმპ სტატუსი საქართველოში"barriers, ministry of labour health and social affairs of georgia,social security,disable people, quality of disability, causes of disability.





































იმ უამრავ გარემო ბარიერთან ერთად,რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები აწყდებიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტატუსის მიღება და მასთან დაკავშირებული სირთულეებია.საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის სტატუსის მინიჭება სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის საფუძველზე ხდება, რომელსაც "შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო" ატარებს,

Saturday, August 24, 2013

პოლიტიკის გამოწვევები შეზღუდული შესაძლებლობების სფეროში

სოციალური პოლიტიკა,შშმპთა კანონმდებლობა,თანაბარი სასტარტო პირობები,შშმპთა სტატისტიკა,სოციალური დახმარებები,შშმპ სტატუსი,ადაპტირებული ინფრასტრუქტურა,ადაპტირებული გარემო,სახელმწიფო კონცეფცია,ინკლუზიური განათლება, შშმპთა დასაქმება,სოციალური საწარმოები, გრძელვადიანი შედეგები,social politic,legislation  of disable people,equal starting conditions, disability statistics,social assistance,disability status,adapted infrastructure,adapted environment,state concept,inclusive education,job for disable people,shelters,long-term results.









სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისადმი როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია. შესაბამისად, განსხვავებულია მიდგომებიც, რომლებითაც ამ ადამიანების სოციალური და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა ხდება.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და მათი პრობლემები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სოციალური პოლიტიკისა და კანონმდებლობის სფეროში, რადგან აღნიშნული ჯგუფი განსაკუთრებით  მოწყვლადია სტიგმის, სტერეოტიპებისა და  დისკრიმინაციის საფრთხის წინაშე.
თანაბარი სასტარტო პირობები  - განათლება, დასაქმება, რეკრეაციულ-დასასვენებელ აქტივობები, გარემო ინფრასტრუქტურა და ყველა საზოგადოებრივი სიკეთით სარგებლობა ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც უნდა დავიცვათ და უზრუნველვყოთ როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობით. ეს პირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული ფუნქციონირების საფუძველს შექმნის.

Saturday, August 3, 2013

სტეფან ჰოკინგი - შესაძლებლობები შეუზღუდავია!

 სტივენ ჰოკინგი,ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი,შეზღუდუდლი შესაძლებლობების მქონე გენიოსები,შესაძლებლობები შეუზღუდავია,Stephen Hawking,Amyotrophic Lateral Sclerosis,genious people with disabilities,the possibilities are limitless.
სტეფან ჰოკინგი

მსოფლიოს არაერთი შეზღუდუდლი შესაძლებლობების მქონე ადამიანი ახსოვს, რომელთათვისაც ფიზიკურ თუ მენტალურ პრობლემებს არ შეუშლია ხელი, თავიანთი ნიჭისა და ცოდნის რეალიზება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სფეროებში მოეხდინათ. სწორედ ასეთი ადამიანები იყვნენ ალბერტ აინშტაინი, კრისტოფერ რივი, თომას ედისონი, ფრანკლინ რუზველტი, ჯორჯ ვაშინგტონი, ფრანცისკო გოია, ჯონ მილტონი, ლორდი ბაირონი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ვოლტ დისნეი და სხვანი, რომელთა   რიგებშიც უდავოდ ღირსეულ ადგილს იკავებს XX-XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და განათლებული ასტროფიზიკოსი და მათემატიკოსი სტივენ ჰოკინგი. 

Thursday, August 1, 2013

"10 ფაქტი" ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ფსიქიკური აშლილობები,დეპრესია,სუიციდი,ომები, კატასტროფები,სტიგმა,დისკრიმინაცია,პაციენტთა უფლებები,ბარიერები,World Health Organization,mental disorders,depression,suicide,wars,disaster,stigma,discrimination,patients rights,















"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია"(WHO) დაარსების დღიდან  წამყვანი და მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციაა გაერთიანებული ერების სისტემაში.სწორედ ეს ორგანიზაცია კურირებს  ჯანმრთელობის საკითხებს  მსოფლიო მასშტაბით - იკვლევს და ავრცელებს რეკომენდაციებს, ამკვიდრებს  ნორმებსა და სტანდარტებს, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნების