Monday, November 27, 2017

მებრძოლი დედის გულღია წერილი








მაია შიშნიაშვილი 

ფოტო ემი ვიტალე (Ami Vitale) National Geographic-ის ფოტოგრაფი და "ნიკონის" ელჩი


ვფიქრობ საიდან დავიწყო.  12 წელი მას შემდეგ, რაც ლეო გაჩნდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ეს პატარა ადამიანი ჩემს შემდგომ ცხოვრებას გამომიძერწავდა. პირველი სამი წელი სიხარულთან ერთად, შფოთში, ფორიაქში გავიდა. მერე განაჩენი გამომიტანეს - შენი შვილი დამოუკიდებელი ვერასოდეს იქნებაო, მუდმივად დასჭირდება მხარდამჭერიო. ერთი კარგი მაინც იყო ამ ამბავში - გაურკვებლობა დასრულდა.

Saturday, November 25, 2017

უბრლოდ, ერთმანეთს ვსაჭიროებთ ადამიანები - ასისტენტის დღიური

ერთი წლის წინ დავმეგობრდით. ბევრი ვიარეთ ერთად, გავიზარდეთ ერთად, მაგრამ რაღაც უცვლელად შემოგვრჩა, მაგალითად მათთან სახლში შებიჯებისას გიორგის, ღვინიაშვილის, (ღვინიას) საგებარი სიტყვები:
- როგორ მომენატრე შე მაიმუნო შენა!
ან მაგალითად დათოს საგებარი სიტყვები:
- მე და გიორგიმ გუშინ სახლი დავალაგეთ, ხო ეტყვი ყველას?!
ნუ დათოს თუ წვერი აქვს გაპარსული ჯერ სურათის გადაღებას მთხოვს, რომ ფეისბუკზე დადოს, მერე იმას რომ ყველას ვუთხრა და მერე მოსალმება.
გიორგი ალიაშვილი დილით ძირითადად სასეირნოდ გამოდის, შორიდან მამჩნევს, ხელს მიქნევს, თან ჩემსკენ მოდის. გაბადრულ სახეზე ვატყობ ხოლმე, რომ მოვა, ხელკავს გამომდებს და მომიყვება მისი კვირის ამბავს ან გეგმას თუ როგორ გააბედნიეროს ბავშვები. თუ საქმე ბავშვების გაბედნიერებას ეხება საუბარს დაიწყებს სიტყვებით : ‘’რეზი, მე როგორც ბავშვების პრეზიდენტმა..’’
მაგრამ ამავე გიორგისგან ასევე მსმენია სიტყვები: იცი რეზი, ცხოვრება ტანჯვაა

Saturday, November 4, 2017

კიდევ ერთი შეხვედრა დამოუკიდებლობასთან


                                                                ფოტო - ემი ვიტალე 
 


ცოტახნის წინ, დავიწყე ამბის მოყოლა, რომელსაც  „შეხვედრა დამოუკიდებლობასთან“ დავარქვი. ეს არის პროცესი, როცა პეტრე და გიო (იგივე კალა) თავიანთ თითოეულ ფეხის გადადგმას ცხოვრების წინგადადგმულ ნაბიჯად აქცევენ. ნაბიჯების გადადგმას ერთად ვცდილობთ, ისინი დამოუკიდებლობას სწავლობენ, ჩვენ - მათი შესაძლებლობების ნდობას.