გამარჯობა,
მე ვარ მარინე
მოდებაძე, ,,ხელი ხელს“ სახლების მენეჯერი გურჯაანში.
ჩვენი საქმიანობა ხუთი წლის წინ დაიწყო.
პირველი სამუშაო დღე, ალბათ, ყველაზე ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იყო. სახლის პირველი მცხოვრებლებთან შეხვედრა, გაცნობა,
მათი შიშნარევი და უნდობლობით სავსე თვალები. ამ ადამიანებს უკეთესი მომავლის სურვილმა, გადაადგმევინათ ნაბიჯი, დაეტოვებინათ პანსიონატი და სახოვრებელი გარემო შეცევალათ.
ეს საქმე ჩვენთვისაც ახალი იყო, გარდა თეორიული ცოდნისა,
რომელიც ტრენინგების სახით მივიღეთ ხორვატი მეგობრებისგან, სხვა გამოცდილება არ გვქონდა. სიახლე იყო ჩვენი
საქმიანობა საზოგადოებისთვის, თემისთვის სადაც ვცხოვრობთ.
მთელ ჩვენს საქმიანობას სდევს მიზანი: შევუქმნათ
ღირსეული საცხოვრებელი გარემო, მოვამზადოთ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, გამოვუცხადოთ
ნდობა და მხარდაჭერა. მაგრამ ჩვენი საზრუნავი
მხოლოდ შიდა სამზაეულოთი არ ამოწურულა, იმავდროულად (ნებსით თუ უნებლიედ) ჩვენ გარშემო მყოფ საზოგადოებასთან მუშაობა გვიწევდა. საზოგადოება, სადაც შშმ პირების მიმართ სტერეოტიპები და ნეგატიური აზრები ბლომადაა თავმოყრილი. მხოლოდ სტერეოტიპების
ნგრევაში ჩვენს გვერდით, ჩვენი სახლების მცხოვრებლებიც იყვნენ, მათ მეტი იმუშავეს, მათ
მეტად შეცვალეს დამოკიდებულება ადამიანებისა, თავიანთი თავის მიმართ.
შეხვედრა სოციუმთან სხვადასხვაგავრი იყო: ერთნი გულგრილად უყურებდნენ, მეორენი, არ
ერიდებოდნენ. ჩვენს ყურებს, სამწუხაროდ,
ეს სიტყვებიც გაუგია -ესენიღა გვაკლდნენ“ და მესამენი, რომლებიც მოწყალებას იღებდნენ.
რა არის ჩვენი შედეგი დღეს? დღეს რეალობა ასეთია: გულგრილად მაყურებელი მეზობლები
თითქმის აღარ გვყავს. როგორ შეიძლება გულგრილი იყოს მეზობელი ნოდარი, როცა, თეა,
(ადამიანი, რომელიც უცხოებთან საერთოდ არ კონტაქტობს) მიდის მათთან ოჯახში, ეხმარება
მის მოხუცებულ დას საოჯახო საქმეებში, ხშირად აწვდით თავის წილ საკვებს. ესეთი შემთხვევაც ჰქონდათ, შეშფოთებული მეზობლები
ფიქრობდნენ, რომ ამის გამო თეას ვუსაყვედურებდით, თეამ მათი სახლის ფარდები მოიტანა და დარეცხა, მეცოდებიან, ქალი მოხუცია, შინიდან გარეთაც
ვერ გამოდის, სარეცხი მანქანაც კი არ აქვთო.
არაჩვეულებრივი
მეზობლური ურთიერთობა აქვს მეზობელ ლიანასთან. ეს ქალბატონც ავადმყოფობს, მოიხმარს
ყავარჯნებს, თეა მასაც ეხმარება.
ის დღეს
დამოუკიდებლად დადის მაღაზიაში, აღარ უჭირს ურთიერთობა გამყიდველებთან, უყვარს ბავშვები, მეგობრობს მეზობელ ბავშვებთან, ხშირად სტუმრობს მათ თავისი წილი ტკბილეულით ან სეზონზე ეპატიჟებათ ეზოს მწიფე ხილზე.
ვალოდია - ყველგან სადაც უცხოვრია თავისი იმიჯით ცნოიბლი ადამიანია. მისი ცხოვრებიდან გავიხსენებ
ერთ მომენტს, რომელიც აღწერს ჩვეულებრივ ადამიანურ
სიხარულს. ხშირად ეხმარება მეზობლებს ეზოს დაგვაში, გამარგვლაში, სლოგანი: "სახლის სისუფთავე ეზოდან იწყება", სწორედ მას
ეკუთვნის. ერთერთი ასეთი სამუშაოს დამთავრების
შემდეგ, ჩვენი ვალოდია, მეზობელმა ქალბატონმა შინ მიიპატიჟა და ერბოკვერცხით გაუმასპინძლდა.
შინ დაბრუნებული გაბრწყინებული ვალოდია მრავალჯერ
იმეორებს: ,,დღეს ეს რა ხეირი ვნახე",
- ამისთანა რა ნახე ვალოდიაო, იყო შეკითხვა,
- ჟუჟუნამ სახლში შემიყვანა და კვერცხი შემიწვაო,
- მერე ჩვენ კვერცხი არ გვაქვსო?
- არა თქვენ ისეთს ვერ აკეთებთო.
ვალოდიამ ამ დღეს ნახა ჩვეულებრივი
ურთიერთობა ადამიანებთან, სადაც დააფასეს, შინ შეიპატიჟეს და გაუმასპინძლდნენ კიდეც.
თამარი - მას ალბათ ყველაზე მეტად გაუმართლა, აქვს
სტაბილური სამსახური, ხელფასი და უამრავი ნაცნობ-მეზობელი, ხშირად ვკითხულობ და შინ
არ მხვდება, ხან ერთ მეგობართან არის ხან მეორესთან, არ აკლდება სამსახურში კორპორატიულ
წვეულებებს და ექსკურსიებს.
ჩვენი საოჯახო ტიპის გარემოს მცხოვრებლები ბევრ ღირებულებასა და ფასეულობას ეზიარნენ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემი არის მათი მზერა, მზერა გაჯერებული რწმენით და თავდაჯერებით.
ყოველ მათგანს აქვს განვითარების მისეული გზა.
დღეიათვის თემში აღარ ვრცელდება აზრი, რომ ვართ ის ადამიანები ვისაც მუდმივად მოვლა სჭირდება.
No comments:
Post a Comment