Tuesday, February 28, 2017

დიალოგი ბოჟოსთან



















ბოჟო: - მინდა თქვენი პროფესია გავიგო. რას აკეთებთ თქვენს ქვეყანაში რას საქმიანობთ?
მე:  - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საოჯახო ტიპის საცხოვრებების მომსახურება შევქმენით. მე მის განვითარებაზე ვმუშაობ. მინდა მათ ვისაც ვემსახურებით, საზოგადოებაში, სოციუმში იცხოვრონ ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი ცხოვრობს.
ბოჟო: - მართლა? რა კარგია. როგორია თქვენი მომსახურება, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ერთ ბინაში?
მე: - მაქსიუმუმ 5 ადამიანამდე. ზოგან სამი, ზოგან 4, ზოგან კი 5. მეტი არა.
ბოჟო: - მეტი კარგი არ არის. ხმაური იქნება. მუშაობენ ისინი?
მე: - ზოგი მუშაობს. ვისაც ჯერ ვერ მივეხმარეთ, მათთვის პატარა სკოლა-სახელოსნო გვაქვს. ჯერ იქ საქმიანობენ. როცა სამსახური გამოჩნდება, მერე იქ იმუშავებენ.
ბოჟო: - და ხელფასს იღებენ? თვითონ შეუძლიათ დახარჯონ?
მე: - რა თქმა უნდა. ეს მათი ფულია. თვითონ ხარჯავენ იმაში, რაშიც უნდათ. ჩვენ რჩევებს ვაძლევთ. დანარჩენი მათი საქმეა.
ბოჟოს სახეზე კმაყოფილება აუთამაშდა. თავი დამიკრა და ცერა თითი მოწონების ნიშნად მაღლა ასწია და კითხვით შემდეგ „რესპოდენტთან“ გადაინაცვლა. მე კი შვებით ამოვისუნთქე. მივხვდი პატარა გამოცდა მომიწყეს. გამოცდა ჩავაბარე J

ხორვატია, ქალაქი ზაგრები,  საოჯახო ტიპის სახლი, 2017 წ. თებერვალი
ბოჟო - ჩვენი მასპინძელი, საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარი,
მაია შიშნიაშვილი, ხელი ხელს დამფუძნებელი, ხორვატიაში სტუმრობის ერთი დღე

Sunday, February 12, 2017

ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ



ეს თამარაა. მაკიაჟით, მხიარულებითა და ბედნიერებით.

ბავშვობიდან თავშესაფარში ცხოვრების შემდეგ, 5 წელია რაც "ხელი ხელს" საოჯახო ტიპის გარემოში გურჯაანში ცხოვრობს.

სამსახურში პირველი კოორპორატიული საღამო ქონდა. "ჯეო ჰოსპიტალს" 5 წელი შეუსრულდა. თამარა ღელავდა. მთელი თვე ელოდებოდა ამ დღეს. ნერვიულობდა. წასვლა-არწასვლაზე ფიქრობდა. ასისტენტს კითხვებით ავსებდა: როგორი იქნებოდა ეს დღე?!

Sunday, February 5, 2017

დეინსტიტუციონალიზაციის გზაზე


























ფოტო - Ami Vitale, National Geographic Magazine-ის ფოტოგრაფი და Nikon-ის ელჩი. ის, Open Society Foundations კამპანიისთვის ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქო-სოციალური საჭოროებების მქონე პირთა დეინსტიტუციონალიზაციის მხარდასაჭერად, "ხელი ხელს" მცირე საოჯახო ტიპის გარემოს გურჯაანსა და თბილისში ესტუმრა.

Saturday, February 4, 2017

ხელი ხელს 5 წლისაა



"ხელი ხელს" 5 წლისაა
საოჯახო ტიპის საცხოვრისის იუბილე 5 თებერვალს კოალიცია "მოძრაობა ცვლილებებისთვისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ხელი ხელს" ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიება დეინსტიტუციონალიზაციის მხარდამჭერი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას პატრონაჟითა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით გაიმართება

Thursday, February 2, 2017

ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრება ამაო არ ყოფილიყო


ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრება ამაო არ ყოფილიყო. მაგისტრატურის მეორე კურსზე ვიყავი, თებერვალი იყო. მაიამ დამირეკა და მკითხა: - “იავნანას” მარათონი რომ დაგეგმე გინდა მასეთი ღონისძიებები კიდევ გააკეთო?!