Monday, January 30, 2017

თანასწორობის გზაზე თავაწეული მიაბიჯებს



ფოტო - ემი ვიტალე, National Geographic-ის ფოტოგრაფი, "ნიკონის" ელჩი



"უთანასწორო გზაზე" თანასწორად სიარულს თანასწორობისმოყვარე ადამიანები და კომპანიებიც უზრუნველყოფენ.
დათო დიდი ზომის თავშესაფრიდან "ხელი ხელს" მცირე საოჯახო ტიპის გარემოში მოხვდა. პირველი ყვავილის ჩუქების, პირველად სალონში სტუმრობის, პირველი სამსახურის, მუშაობის, რუტინის, სიხარულისა და იმედგაცრუების ჭიდილი აღმოჩენებად დაიწყო.

რამდენიმე თვის განმავლობაში რესტორან "ეზოს" ეზოს აწკრიალებდა. ღირსეულ, თანასწორ ანაზღაურებასაც იღებდა. სიზარმაცეს ზარმაცი ფალავანივით ეჭიდავებოდა. "დამარცხდა." სამსახურიც დაკარგა.
ეს, "ეზოსგან" თანასწორობის გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯი 
იყო

ხელის დაფარება ადამიანსაც ვნებს და საქმესაც.
დათოსთვის არაჩვეულებრივი გამოცდილების მიცემისთვის "ეზოს" გუნდი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს.

დათომ მუშაობისას ბევრი სურვილის ასრულება მოახერხა. ბევრი ქალბატონი ყვავილით დაასაჩუქრა, ცხოვრებაში პირველად მომხდარი ამბების სიხარულიც ბევრჯერ გაიზიარა.


სამსახურის დაკარგვის მერე ცოტა კიდევ იუსაქმურა. ახლა სოციალურ საწარმო "ბაბალეში" მუშაობს და თანასწორობის გზაზე თავაწეული მიაბიჯებს


გიორგი ლიპარიშვილი
"ხელი ხელს" კომუნიკაციის მენეჯერი

Sunday, January 29, 2017

სად არის თავისუფლება?!


ფოტო - ემი ვიტალე

სად არის თავისუფლება?!

სად არის ზღვარი?! სად იწყება ან მთავრდება ან გრძელდება დამოუკიდებლობა?!

ვჩქარობდით. შევამჩნიე "ეშმაკის ბორბალს" ეშმაკურად უთვალთვალებდა. უნდოდა ზედ შემომჯდარიყო და ეშმაკის ბორბალი ბედის ბორბალივით დაეტრიალებინა. დროს ისევ ჩავკირკიტებდით.

Wednesday, January 18, 2017

შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებენ


ფოტო - ემი ვიტალე, National Geographic Magazine-ის ფოტოგრაფი, ნიკონის ელჩი
თბილისი, "ხელი ხელს" 2016 წელი


ხშირად ადამიანებს ხელჩასაჭიდი საქმეები გვჭირდება. ასე უფრო ძლიერები და თავდაჯერებულები ვხდებით.

"ხელი ხელს" ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციაა. 1 დიდი მიზნით - ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნება. 

ჩვენ სპეციალური საჭიროების მქონე სრულწლოვან ადამიანებს საოჯახო ტიპის გარემოში ცხოვრებას ვთავაზობთ. მსგავსი მომსახურების მოდელი მთელს მსოფლიოში ინოვაციურია. თუმცა, უკვე საუკეთესო პრაქტიკად ითვლება. ჩვენც თავს ვიწონებთ განვითარებული მსოფლიოს წინაშე და ვუზრუნველყოფთ, რომ საოჯახო გარემოში მაქსიმუმ ხუთმა ადამიანმა იცხოვროს.
ეს არის თვითმოვლის, სწავლის, დასაქმების, თვითდაჯერების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის უნარებით ცხოვრება, დამოუკიდებლობასთან და ადამიანებთან მეგობრობის ღირსეული შესაძლებლობა.

ამჟამად, "ხელი ხელს", გურჯაანსა და თბილისში,  6 სახლში 25-მდე ბენეფიციარს უწევს მხარდაჭერას.

ხშირად ადამიანებს ხელჩასაჭიდი საქმეები გვჭირდება. ასე უფრო ძლიერები და თავდაჯერებულები ვხდებით.

ჩვენი ასისტენტები შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებენ.

პატივისა და გულისცემით,
ხელი ხელს

Wednesday, January 11, 2017

როცა პენსია მექნება რეზი ხო მაყიდინებ მაგარ ტელეფონს?!





სერიიდან: ერთი დღე ხელი ხელს ერთ სახლში. ამ სახლში ცხოვრობენ გიო (დიდი დავარქვით ასაკის გამო), დათო და გიო (პატარა)

ხომ მაყიდინებ კარგ ტელეფონს რეზი როცა პენსია მექნება?! - მეუბნება მომღიმარი პატარა გიო და მეხუტება. როცა მოგცემენ პენსიას გიო, რა თქმა უნდა, გაგყვებიაგარჩევინებ. თუ არ გვეყო შეინახავ, მომდევნო თვეს დაამატებ კიდევ ერთ პენსიას და მერე კარგი ტელეფონისთვის აუცილებლად გვეყოფა. ახლა კი