Thursday, December 18, 2014

კამპანია სწავლის უფლებებისთვის


ივნისში, ჩემმა ქალიშვილმა პარლამენტის შენობასთან გამართულ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა. სარა, რომელსაც აქვს დაუნის სინდრომი, გაემგზავრა ვაგონით სომერსეტიდან რამდენიმე სტუდენტთან და მისი კოლეჯის თანამშრომლებთან ერთად, სადაც იგი შეხვდა სხვა 80 ახალგაზრდა ადამიანს კამპანიის დასაწყებად, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლების მიღების თანასწორობის მოთხოვნას.
სარას გაუმართლა, მას შემდეგ, რაც ლონდონისგან, დაბა Haringey-სგან მიიღო მხარდაჭერა, იგი დადიოდა კოლეჯში და ახლახანს დაამთავრა ფოქსის აკადემია სადაც არის საცხოვრებელი, კვება და სასწავლო სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა ადამიანებისთვის. მას იმედი აქვს რომ გახდება მიმტანი. ყველა ფიზიკური ან სწავლის შეზღუდვების მქონე ადამიანი არ არის ასეთი იღბლიანი, განსაკუთრებით როცა 16 წლის შემდგომ განათლებას ეხება საქმე.

გაერთიანებულ სამეფოში დამატებით საგანმანათლებლო კოლეჯებში 70 სპეციალისტია დასაქმებული, რომლებიც სთავაზობენ მათ საცხოვრებელს, ადგილები ღირს 30,000 ფუნტი წელიწადში, ხოლო იმ სტუდენტებისთვის რომლებსაც სჭირდებათ კომპლექსური მზრუნველობა 150,00 ფუნტი. ბევრ ახალგაზრდა ადამიანს და მათ ოჯახის წევრებს უწევთ ბრძოლა რომ უზრუნველჰყონ მათი შვილის ასეთ კოლეჯში სწავლა.
სწავლის და ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ადამიანებს აქვთ გამოწვევები და სიძნელეები განათლების მიღების და დასაქმების, მაშინ როცა მათ შეუძლიათ იმუშაონ და იცხოვრონ დამოუკიდებლად, მაგრამ ხანდახან მათ სჭირდებათ უფრო მეტი დრო და სხვების მხარდაჭერა ახალი უნარების ასათვისებლად. სპეციალური კოლეჯები დებენ დიდ შრომას იმაში, რომ დაეხმარონ მათ მომზადებაში ცხოვრების შემდეგ ეტაპებზე გადასასვლელად.
ფოქსის აკადემიაში სამი წლის განმავლობაში სარა მუშაობდა სასწავლო კოტეჯში, სწავლობდა საჭმლის ჰიგიენის დაცვის წესებს, ალაგებდა სახლს და ამზადებდა საჭმელს, სანამ ცხოვრობდა სხვა შვიდ სტუდენტთან ერთად. მისი აზრით მას გაუმართლა და ახლა უნდა რომ დაეხმაროს სხვა ადამიანებს.
ეს არის მიზეზი თუ რატომ უჭერენ მხარს სარა და მისი მეგობრები A Right Not a Fight კამპანიას, რომელიც ითხოვს ფიზიკური და სწავლის შეზღუდვების მქონე სტუდენტებს ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა და აირჩიონ ის კოლეჯი რომელიც ყველაზე უფრო მეტად შეესაბამება მათ საჭიროებებს. კამპანიის იდეა წამოვიდა სტუდენტებისგან, რომლების არიან სპეციალური კოლეჯების წარმომადგენლები.
მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდა ადამიანებს და მათ ოჯახს ყოველთვის უნდათ მოიპოვონ დაფინანსება სპეციალურ კოლეჯებში, შარშანდელთან შედარებით ვითარება გაცილებით უარესია დაფინანსების ახალი მექანიზმების მოპოვების კუთხით. ადგილობრივ ხელისუფლებას აღარ უნდა ფული დახარჯოს მაღალი საჭიროების მქონე დამამთავრებელი საფეხურის მქონე აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც განათლებისთვის სჭირდებათ წელიწადში დაახლოებით 10,000 ფუნტი. ამის ნაცვლად მათ აქვთ ბიუჯეტი ყველა მაღალი საჭიროების მქონე ბავშვისა და ახალგაზრდისთვის 25 წლამდე. როგორც ჩანს ყველა ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვანაირად განსაზღვრავს საჭიროებებს.
ზოგიერთ ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკა, რომ ისინი არ დააფინანსებენ კოლეჯის უბნის  გარეთ მყოფ ადამიანებს. სხვები გვთავაზობენ მხოლოდ მოკლევადიან დაფინანსებას და არ დაგვთანხმდებიან წინასწარ დააფინანსონ გრძელვადიანი კურსები.
ცოტა ხნის წინ შევიტყვე სტუდენტის შესახებ, რომელსაც აქვს კომპლექსური ფიზიკური და სწავლის სიძნელეები, მას უარი ეთქვა ხუთი ადგილობრივი პროვაიდერისგან, სანამ ნება დართეს კოლეჯში სპეციალისტად მუშაობის. დედამისი ამბობს „ მას აღარ აქვს იმის შეგრძნება, რომ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეა“. სხვა მშობელი,  რომელიც  სთხოვდა ადგილობრივ მთავრობას შვილის დაფინანსებას და იბრძოდა ორი წლის განმავლობაში, რათა მოეპოვებინა ადგილი ჩელტენჰემში, National Star College- ში ამბობს რომ თავს გრძნობდა ისევე როგორც მისი შვილი „პატიმრად საკუთარ ქვეყანაში“
უმეტეს შემთხვევაში მიზნები არის მოკლევადიანი, მაგრამ გრძელვადიანი მიზნები ზოგავს საზოგადოების საფულეს. 2011 წლის ეროვნული აუდიტის ოფისის ანგარიშმა აჩვენა რომ საშუალო სწავლის სირთულეების მქონე ახალგაზრდას რომელსაც აქვს უნარები ნახევრად დამოუკიდებლად იცხოვროს მისი სიცოცხლის მხარდაჭერის ხარჯები შეიძლება შემცირდეს   დაახლოებით £1m -ით, ვიდრე მათი ვისაც სჭირდება სრული საცხოვრებლის მხარდაჭერა.
სარას და მის მეგობრებს არ სურთ რომ იყვნენ დამოკიდებულები ბენეფიტებზე. ისევე როგორც ყველას, მათ სურთ ჰქონდეთ შანსი გაიუმჯობესონ საკუთარი უნარები სამუშაო ადგილას. ამაში ღრმად არიან ჩართულები ფოქსის აკადემიის მოსახლეობა, სადაც 88% სამუშაოდ დადის, ხოლო 85% ცხოვრობს ნახევრად დამოუკიდებლად (ბოლო 5 წლის განმავლობაში სწავლის საფუძველზე)
ფოქსის მსგავსად რომელიც არის ფოკუსირებული კვებაზე და მკურნალობაზე, სხვა სპეციალურ კოლეჯებს აქვთ მკაფიოდ გამოხატული საქმიანობის სფეროები, მაგალითად Hereford-ში Royal National Collage მუშაობს მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებთან, ხოლო Cheltenham-ში National Star Collage მუშაობს ფიზიკური შეზღუდულობის მქონე პირებთან. ამ კოლეჯებს აქვთ იმისი რესურსები რომ კომპლექსური პრობლემების მქონე ადამიანებს გაუწიონ მომსახურება.
ჩვენ გვაქვს დიდი გზა გავლილი მას შემდეგ რას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დაბადებისთანავე ჩამოწერილებად ითვლებოდნენ, არ ეძლეოდათ განათლება და სამედიცინო ჩარევა. როგორც სარას მაგალითზე ჩანს, სპეციალურ კოლეჯებს შეუძლიათ სასიცოცხლო როლი შეასრულონ მათ განვითარებაში. ისინი აძლევენ ახალგაზრდა შშმ ადამიანებს შესაძლებლობას მართონ თავიანთი ცხოვრება.
გარდა გამოცდილების მიღების და მეგობრების შეძენისა, სარამ ფოქსის აკადემიაში იპოვა სიყვარული, დენიელი, რომელსაც აქვს აუტიზმი, ლაღი ახალგაზრდა კაცი და ჭეშმარიტიტი სპორტსმენი.  ის აიყვანეს დიდი ბრიტანეთის სპეციალური ოლიმპიური მოტიციკლეტისტების გუნდში, ლოს-ანჯელესში გასამგზავრებლად 2015 წელს და სარა მხარს უჭერს სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობაში.
სარა ახლა ცხოვრების ახალ ეტაპზეა, ის აპირებს სამ ქალთან ერთად გადასვლას საცხოვრებლად, ნახევარი საათის სავალზე. მე ვუთხარი მას რომ ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით, როცა მას დახმარება დასჭირდება, ყოველთვის გვეყვარება და მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაგვირეკოს. ის მიყურებდა უცნაურად და მიპასუხა: „ვიცი მამა.... მეც მიყვარხარ, მაგრამ მე შენი დახმარება არ მჭირდება.“

მოამზადა ელენე ბერიკაშვილმა

No comments:

Post a Comment