Tuesday, November 11, 2014

გაბის ამბავი



ელისონმა დაწერა პოსტი ჩვენთვის თავის 21 წლის ქალიშვილის გაბის შესახებ. ამჟამად გაბი მარტო ცხოვრობს და მუშაობს დამოუკიდებლად.

ჩვენმა ქალიშვილმა გაბიმ ყოველთვის იცოდა რა უნდოდა - დაემთავრებინა კოლეჯი, ეშოვა სამსახური და ერთ დღესაც ეცხოვრა საკუთარ სახლში.
მას ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო საზოგადოების ნაწილი და სხვების მსგავსად ჰქონოდა ჩვეულებრივი ცხოვრება.

გაბის აქვს საკუთარი ბიუჯეტი თავისი დასწავლის უნარის დარღვევების გამო. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა ქმარმა ჯორჯმა მივმართეთ Scope-ს იმ სერვისის მისაღებად, რომელიც ჰქონდათ  ჩვენს მშობლიურ ქალაქ Worcestershire-ში.
გაბი წელს ამთავრებს კოლეჯს.  მას ეშინოდა  გამოსულიყო გარეთ და დაეწყო ცხოვრება როგორც ზრდასრულს, ამიტომაც მას სჭირდებოდა მხარდაჭერა  სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად.

მხარდაჭერის უფლება

Lottie , რომელიც იღებს  Scope’s community support services-სს ბევრ დროს ატარებს გაბისთან საუბარში, რა მოსწონს მას რა არ მოსწონს ან რა უნდა ცხოვრებისგან.
შემდეგ გაბის შეურჩიეს ახალგაზრდა მუშაკი ალისა. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს ერთად რისი გაკეთებაც გაბის უნდოდა: დადიან მაღაზიებში, სავარჯიშო დარბაზში, საჭმელად და სასეირნოდ.
ძალიან ლამაზი სანახავია, როცა ისინი ერთად არიან, ისინი ჰგვანან ორ ადამიანს რომლებიც სიამოვნებას იღებენ ერთმანეთთან ურთიერთობით.
მხარდაჭერა რასაც Scope-სგან ვიღებთ აძლევს გაბის შესაძლებლობას იცხოვროს ჩვენგან შორს. მისი დამოუკიდებლობა იზრდება და იზრდება.

სამსახურის დაწყება
გაბის ყოველთვის უნდოდა ემუშავა კვების სფეროში, ამიტომაც ჩვენ დავუკავშირდით ჩვენ სახლთან ახლოს მდებარე ქარხანას იმის გასაგებად ჰქონდათ თუ არა მათ ადგილი თავიანთ სასადილოში.
თუმცა მენეჯერმა გვითხრა რომ სამუშაო იყო ზედმეტად ტექნიკური გაბისთვის.
შემდეგ Scope-მა დაგვაკავშირა სხვა ორ მხარდამჭერ მუშაკს (support workers) , Louise და Pam. ეს იყო გადამწყვეტი რომ კომპანია დაგვთანხმებოდა სამუშაოდ აყვანაზე.
ახლა ის დადის  სამსახურში მარტო და ძალიან უხარია.

სახლიდან გადასვლა

გასულ ნოემბერს როდესაც სახლი გამოჩნდა სადაც გაბის შეეძლო გადასულიყო ორ გოგონასთან ერთად, გაბიმ უკვე იცოდა რომ დადგა მისთვის სრულყოფილი დრო. 
ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით რომ ეს გრძელვადიანი გეგმა იყო, მაგრამ გაბიმ ძალიან მოკლე დროში მოახერხა და იცოდა რომ მზად იყო.
თავიდან ცოტა საშიში იყო, მაგრამ გაბი გახარებული იყო მოვლენების ასე შემოტრიალებით. მას აქვს საკუთარი ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ როცა მას დასჭირდება ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება მხარდამჭერი მუშაკი (support worker)  მისთვის.

მოამზადა ელენე ბერიკაშვილმა

No comments:

Post a Comment