Sunday, November 2, 2014

“მიყვარს სამყაროს შესწავლა ჩემს შვილთან ერთად“

 გასულ ნოემბერს, მერი და მისი ქმარი დენი  ამაყი მშობლები გახდნენ პატარა მარკის გამო. მერის  მყიფე ძვლები აქვს რის გამოც ეტლით გადაადგილდება, ამიტომაც დედად ყოფნის ასპექტები მისთვის რთულია. მაგრამ ახალგაზრდა ოჯახი ეძებს სხვადასხვა გზებს, რომ მათთვის დროის ერთად გატარება სასიამოვნო იყოს.
მარკი ახლა შვიდი თვის არის და სწრაფად ვითარდებასაოცარია იმის ყურება თუ როგორ იზრდება, ის დღეში სამჯერ ჭამს კარგ ულუფა საჭმელს და ასევე მიირთმევს თავის რძესაც. მას უყვარს ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებით ბანანი და ბროკოლი.
ძალიან რთულია იმის გაცნობიერება, რომ მე  აღარ შემეძლება ავწიო მარკი, ის ახლავეა ჩემი წონის მესამედი, ხოლო როდესაც ვსხედვართ თითქმის ჩემი სიმაღლისაა.
ყოველთვის ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა, მაგრამ ხანდახან ვნატრობ რომ ის ისეთივე პატარა იყოს მასზე ძველებურად ზრუნვა რომ შემეძლოს.
ჩვენს სათამაშო მოედანზე არის ბავშვებისთვის საქანელები, რომლებიც დიზაინერებმა გააკეთეს სპეციალურად იმ სიმაღლის, რომ შემეძლოს მე თვითონ ჩავსვა მარკი და ვითამაშო მასთან ერთად. ის სულ ხითხითებს. ეს არის ჩვენი სასეირნო რუტინა.
მილტონ ქეინესი განკუთვნილია ახალგაზრდა ოჯახებისათვის და მათ შორის ჩვენთვისაც. ჩვენ გვაქვს გზისგან გამოყოფილი ცალკე სავალი ნაწილი ქალაქის მასშტაბით, რომელიც ჩვენთვის უსაფრთხოა.
მე ახლახანს მოვიპოვე ელექტრო ეტლი. ახალ ეტლს შეუძლია გაიაროს რვა მილი საათში. ეს უტოლდება მარკის ერთ ნაბიჯს, ამიტომაც ჩვენ მშვენივრად შეგვიძლია ერთად შევისწავლოთ გარემო, როგორც ჩვეულებრივმა ოჯახმა.
ჩემი ახალი ეტლი მაძლევს უფრო მეტ თავისუფლებას სახლში და მეტ შესაძლებლობას უფრო სწრაფად გავუკეთო მარკს საუზმე. მარკსაც ძალიან მოსწონს ახალი ეტლი, ის იყენებს მის სინათლეებს სამიზნედ ჩემთან მოსასვლელად, როდესაც მე მასში ვზივარ ხოლო ის ფეხით მოძრაობს.
დენი და მე ვეძებთ სხვადასხვა და საოცარ გზებს, რომ ვითამაშოთ მარკთან როგორც ტიპიურმა ოჯახმა. ამჟამად მარკის საყვარელი გასართობია, როდესაც ის დგება 15 მეტრის მოშორებით და გამორბის ჩვენსკენ და იცინის. მისი გამოქცევა ჩემსკენ, ფართოდ გაღებული პირი და მისი გიჟივით ხითხითი გაადნობს ნებისმიერის გულს.
ამჯერად ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა თავგადასავლებს, მოგზაურობებს და უცხო ადგილების ნახვას სანამ ცხოვრება გრძელდება. ჩვენ სავსეები ვართ დადებითი ემოციებით, რადგანაც ვხედავთ თუ როგორ სცემენ პატივს უცხო ადამიანებს პატარა ოჯახს.

წყარო: http://blog.scope.org.uk

მოამზადა ელენე ბერიკაშვილმა

No comments:

Post a Comment