Tuesday, November 19, 2013

აღვნიშნოთ ისინი, ვინც საზოგადოებისგან უგულებელყოფილნი არიან და აღქმულები ასექსუალურად

2014 წლის კალენდარი გახდილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით გამოვიდა. კალენდარი უკვე ხელმისაწვდომია დიდ ბრიტანეთში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გახდის მიზანი იმ ადამიანების სხეულთა წინ წამოწევაა, რომლებიც ხშირად უგულებელყოფილნი არიან და ასექსუალურად აღქმულები საზოგადოების მხრიდან.
კამპანია Enhance the UK სექსუალურ ჯანმრთელობასა და ცნობიერების ამაღლებაში სტანდარტების აწევისკენაა მიმართული. 
კალენდარში განსხვავებული ნიშნის მქონე ადამიანები მონაწილეობენ: მხედველობის, სმენის, ძვლის დაავადების, ცერებრალური დამბლის და სხვა. კალენდარი უფასოა! მხოლოდ 6 ფუნტია შემოთავაზებული შემოწირულობად.
მეტი ფოტოსთვის ჩაიკითხეთ ბოლომდე
ჯეიმ უილიამსს სმენის პრობლემები აქვს და სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერის ქვეშაა.


ორგანიზაციის დირექტორი, ჯენი უილიამსიც დაბეჭდილია კალენდარში. HuffPo UK სთან საუბარში განაცხადა: ,,მე დავიწყე ,,გახდის კამპანია", რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხშირად უგულებელყოფენ, აღიქვამენ ასექსუალურად, ბავშვურადაც კი. ხშირად უყურებენ როგორც მოსავლელ ადამიანებს, რომლებსაც  სურვილები არ აქვთ, არ სჭირდებათ სექსუალური ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები".
"კალენდრიდან შემოსული შემოწირულობა სექსუალური ჯანმრთელობის და ურთიერთობების შესახებ ინკლუზიურ განათლებას მოხმარდება. ამ პროექტს  ახალგაზრდულ ნაკადთან ,,სექსუალური ჯანმრთელობის განმანათლებლებთან" ერთად ვახორციელებთ".
ჩვენი მიზანია ახალგაზრდების შესაბამისი და პრაქტიკული განათლება ურთიერთობებსა და სქესობრივ ცხოვრებაზე, რომ შევცვალოთ საზოგადოების ხედვა და მიდგომა სქესობრივ ცხოვრებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
კალენდრის გამოსაწერად მიყევით ბმულს







No comments:

Post a Comment