Monday, October 23, 2017

ვაკანსია, ვაკანსია ( განაცხადების მიღებამდე დარჩა 4 დღე)



დასაქმება სოციალური ინოვაციის სერვისში 
ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია "ხელი ხელს", 2011 წლიდან, მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებლის მომსახურებას, ზრდასრული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ახორციელებს. აგრეთვე, ორგანიზაცია იწყებს პერსონალური ასისტირების სერვისს შშმ პირებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც.

ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას, სოციალური ინოვაციის სერვისში სამუშაოდ, 1 თვიანი სტაჟირების შემდეგ. პოზიცია - შშმ პირების (როგორც ინტელექტუალური, ასევე ფსიქიკური დარღვევების მქონე) მხარდამჭერი

სამუშაო ადგილი ქ. თბილისი

მოთხოვნები განათლებისა და გამოცდილების შესახებ:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** სხვა ადამიანებზე (სასურველია შშმ პირებზე) ზრუნვისა და მხარდაჭერის გამოცდილება;
** სასურველია ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში

აუცილებელი პიროვნული უნარები და თვისებები:

** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გამძლეობა, სტრესის დაძლევის უნარი;
** სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** მიზანსწრაფულობა;
** ადაპტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაოს აღწერა:

პასუხისმგებლობა:

** შშმ პირების ასისტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, მათი საზოგადოებაში ინკლუზიის ხელშეწყობა, ღირსეული მოპყრობა და უფლებების დაცვა;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა

ფუნქცია/მოვალეობები:

** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა გაუმჯობესებაში დახმარება
** თვითმოვლისა და ყოფითი ხასიათის სხვადასხვა უნარების განვითარებასა და შესრულებაში მხარდაჭერა;
** ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, სხვა, მათ შორის ჰიგიენის შენარჩუნებაში ასისტირება
** პროფესიული უნარების გამომუშავების და სამსახურებრივი საქმიანობის მხარდაჭერა/ხელშეწყობა;
** სოციალური ინკლუზიაში ხელშეწყობა;
** განათლება-განვითარების ხელშეწყობა;
** ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, უფლებების დაცვაში მხარდაჭერა;
** სერვისის მიწოდების ანგარიშგება

შერჩევის პროცედურა:

** 1 ეტაპი - CV-სა და სამოტივაციო წერილის განხილვა;
** 2 ეტაპი - გასაუბრება;
** 3 ეტაპი - 1 თვიანი ინტენსიური პრაქტიკა;
** 4 ეტაპი - ტესტირება.
** 5 ეტაპი- ხელშეკრულების გაფორმება.

გთხოვთ CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1000 სიტყვა) გადმოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე Hr@handinhand.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ორგანიზაციის ადმინისტრაცია მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

პატივისა და გულისცემით,

ხელი ხელს
ოფიციალური ვებგვერდი
Facebook-ის ოფიციალური გვერდი

წყარო:  jobs.ge

No comments:

Post a Comment