Wednesday, September 27, 2017

ემზარ აბჟანდაძე - ავტობიოგრაფია



დავიბადე 1993 წლის 28 ოქტომბერს, ქ. თერჯოლაში. 2011 წელს დავამთავრე დ. კლდიაშვილის სახელობის სკოლა სოფ. ზედა სიმონეთში. ბავშვობაში ხშირად ვვოცნებობდი სხვადასხვა პროფესიებზე, ყველა პროფესიას კი ერთი საერთო ნიშანთვისება, ტექნიკისა და სოციალური სფეროს ან საზოგადოების მჭიდრო კავშირი იყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სწორედ ამ საოცნებო პროფესიებიდან ერთერთზე ინფორმატიკის ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქ. თბილისში გავაგრძელე. სწავლის ამ პოფესიაზე გაგრძელებამ და საცხოვრებელი ადგილის ცვლილებამ ჩემზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა, დროდადრო ვიცნობდი ახალ გარემოს ვხედავდი ბევრ განსხვავებულ ადამიანს, სოციალურ გარემოს და მათ შორის არსებულ კანონზომიერებებს, ვცდილობდი იმაზე მეტი გამეკეთებინა რაც წინა დღეს გავაკეთე. სწავლების განხრის არჩევისას გადაწყვეტილება ინტერდისციპლინურ ინფორმატიკაზე მივიღე, რომელიც სოციალური სფეროს ინფორმატიზაციის საკითხებს შეისწავლის, მისი დანიშნულებაა სოციალური და ინფორმაციული ტექნოლოგიების სინთეზი.

უნივერსიტეტული სწავლების  პირველი საფეხურის წარმატებით გადალახვის შემდეგ გადავწყვიტე მონაწილეობა პროგრამაში "მოხალისეობრივ სოციალური წელი", რომელშიც მონაწილეობა ევროპის ბევრ ქვეყნებში და სოციალურ ოგანიზაციებში არის შესაძლებელი. არჩევანი  გერმანიაზე და სოციალურ ოგანიზაცია Lebenshilfe-ზე გავაკეთე. გადაწყვეტილების მიღების პროცესი კი რამოდენიმე ფაქტრომა განაპირობა. პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორი გერმანული ენის ფლობა იყო, ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემმა მისწრაფებამ სოციალური სფეროსაკენ, კერძოდ გამეკეთებინა კეთილი საქმე ადამიანებისათვის, რომლებსაც ბევრი სურთ, მაგრამ მისი განხორციელება არ შეუძლიათ. ამისათვის კი გერმანული ორგანიზაცია Lebenshilfe-ს შეეძლო შემოეთავაზებინა საინტერესო წინადადებები. საბოლოოდ ჩემი განაწილება ორგანიზაცია PSV- ს შუამდგომლობით „ყოველდღიური დახმარების შტატში“ 2016 წლის 1 აპრილიდან მოხდა, პროგრამა 1 წლიანი იყო. ეს ერთი წელი იყო ჩემი ცხოვრების ერთერთი ყველაზე დატვირთული, მხიარული, ემოციებით სავსე და გადამწყვეტი წელი ჩემს ცხოვრებაში.
მოხალისეობრივი სოციალური წლის პროცესში ჩავირიცხე გერმანიაში ზიგენის უნივერსიტეტში ტექნიკური და სამედიცინო ინფორმატიკის ფაკულტეტის მაგისტრატურაზე, გერმანული ენის მაღალი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ჩაბარების წინაპირობით, რისთვისაც უნივერსიტეტმა შემომთავაზა სამეცნიერო გერმანული ენის კურსები, რთული პროგრამის მიუხედავად შევძელი აღნიშნული დონე პირველ სემესტრშივე დამემთავრებინა და აღნიშნული სერთიფიკატის წარდგენის შემდეგ 2017/18 წლის ზამთრის სემესტრიდან აღნიშნული ფაკულტეტის პირველ სემესტრს ვიწყებ...

ემზარ აბჟანდაძე



No comments:

Post a Comment