Tuesday, July 25, 2017

ნათია ბერძენიშვილი პროექტში "ქალები საქართველოდან"

ნათია ბერძენიშვილი, 36 წლის, გურჯაანი
(ნათია და მისი მეუღლე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში.)
"ჩემი ბავშვობა
--------------------
მე კარგად მახსოვს ჩემი მშობლებიც, და-ძმაც... და იქედან მომყვება ეს სიყვარულის უნარი...
ქუთაისში დავიბადე და ბებია რომ გარდამეცვალა, მშობლებმა ჩვილ ბავშვთა სახლში დამტოვეს. ჰო, ამ ფეხების გამო... მაშინ 4 წლის ვიყავი. მას მერე ჩემს ოჯახთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩვენ 7 და-ძმა ვართ და ძალიან მინდა, რომ ისინი, მაინც, მოვძებნო.
16 წლის რომ გავხდი, სამეგრელოს ჩვილ ბავშვთა სახლიდან თერჯოლაში გადამიყვანეს, სადაც 2004 წელს ჩემი მეუღე გავიცანი...
მარიამი
-------------
12 წელი გავატარე თერჯოლაში და იქ მეყოლა პირველი შვილი - მარიამი...
საკეისროს შემდეგ, ჩემი შვილი რომ მოვიკითხე, მითხრეს ზესტაფონში წაიყვანესო. ბაშვი ისე წამართვეს, რომ ძუძუს ჭმევის და ერთხელ ნახვის უფლებაც კი არ მომცეს. მე არავინ არაფერი შემითანხმა, არც ხელი მომიწერია რამე საბუთისთვს, ისე წაიყვანეს ჩემი შვილი. წარმოიდგინეთ, სამშობიაროში ყველა დედას ეწვა თავისი შვილი გვერდით და მე არავინ...

Sunday, July 16, 2017

კინოს ამბები და არამარტო - #ასისტენტისდღიური

ყოველი დღე თითოეული ადამიანისთვის შეიცავს დეტალს, რომელიც რაიმე ახალს გვასწავლის. მაგ: თუ დღის განმავლობაში არაფერი გავაკეთე, ვისწავლე, რომ არაფრის კეთებით ვერაფრს მივიღებ.


ეს პარასკევი  ნამდვილად არ გავდა დღეს, რომელიც არაფერს დაგვიტოვებდა. ჩვენი ბიჭები, პეტრე და გიო, თავისი სურვილით არჩეულ ფილმზე, კინოში წავიყვანე.
ოხ, როგორ მელოდებოდნენ... როგორც ჩანს, ადრე გაიღვიძეს. პეტრეს მოესწრო თავისი ხელით დათესილი პომიდვრებისთვის ხელის შევლება.  2 კვირის წინ, პომიდვრის ყვავილს სიფრთხილით შევციცინებდით. პეტრე ისე უვლიდა, თითქოს პროცესის დაჩქარებას ცდილობდა. უნდოდა ნაყოფი მალე ენახა. ჰოდა, ეზოში შესვლისთანავე გახარებულმა მისი წილი სიხარული მეც გამინაწილა - “თაკო, მოისხა”.
ბედნიერები, სხვა გამოცდილებების მისაღებად, სახლიდან გამოვედით.

Thursday, July 6, 2017

ვიხილები და მოვდივარ - #ასისტენტისდღიური

- დაიმალეთ?
- დავიმალეთ ჰო - სახლის გვერდით მიმალულმაგამცა” პეტრემ.
- ბიჭო ხო გაიგო სადაც ხარ?! - ბუჩქებიდან ამღერდა გიორგი.
- შენიც გაიგო მასე - მიცა პეტრემ ბანი
- მარი შენ დაიმალე?
კისკისმა გამოცრა სახლიდან.
- კაი ვიხილები და მოვდივარ