ეს ჩვენი ახალი რუბრიკაა. იმისთვის, რომ
ხელი ხელს დიდი საქმეების შესახებ დაწვრილებით შეიტყოთ. ასისტენტები ბენეფიციარების საიმედო მხარდამჭერები არიან.

ესეც პირველი ბლოგი:
“გული სიყვარულით მევსება”… “გული სითბოთი მევსება” …ვის არ გაგვიგია ეს ( და მსგავსი) ფრაზები, მაგრამ ნეტა რამდენს გამოუცდია საკუთარ თავზე ამ სიტყვების ღრმა მნიშვნელობა…
მადლობა შემთხვევითობებს, გააზრებულ ნაბიჯებსა და სპონტანურ გადაწყვეტილებებს… მათ მომიყვანეს ბიჭამდე, რომელიც ჩემი ენერგიის წყაროა. რომ გგონია ემოციისგან დაცლილი ხარ.. რომ გგონია დაღლილი ხარ ყოველდღიურიბის წვრილმანი გაურკვევლობებითა და რომ გგონია ენერგიის უკანასკნელი წვეთი გეცლება, საჭირო დროს გადმოგცემს იმ სითბოს, რომელიც ასე გჭირდება, თითქოსდა, ცარიელი გული ივსება, იბერება და იმ ენერგიად გარდაიქმნება, რომელიც გაძლევს ძალას! ძალას, რომ წინ წახვიდე!!! მიიღო ახალი დღე ახალ გამოწვევად, შეცვალო შენი და, ამავე დროს, სხვისი ცხოვრება და თან ეცადო, რომ ეს ცვლილება იყოს საუკეთესო ყველასთვის!
მადლობა შემთხვევითობებსთქო, არადა, გულის სიღრმეში, მაინც მჯერა, რომ ჩვენებურად გაგებული შემთხვევითობები კარგად მოფიქრებული გეგმებია, რომლებსაც, ჩვენდა უნებურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. აბა სხვანაირად, როგორ შეიძლება შემთხვევები ცხოვრების საბედისწერო მომენტებად იქცეს?!
შემთხვევები, რომლებმაც ცხოვრების მიმართულებები შემიცვალეს, ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ დღეს ჩემს ცხოვრებაში. და როცა ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა ეს არ მომხდარიყო, შიშს ვგრძნობ, რადგან მაშინებს იმის “არ არსებობა”, რაც დღეს ჩემს თავს ხდება.
მაშინებს ფიქრი, რომ ჩემი ნაწილი დაიკარგებოდა და ვერ იპოვიდა გზას, რომელიც ასე სჭირდება, და რომელიც, დღეს ასე უყვარს !
არადა, როგორ შეიძლება დავკარგულიყავი… როგორ შეიძლება მისთვის ვერ მიმეგნო.
და მაინც, მაშინებს, ის რომ ვერ გავიცნობდი მას ! ბიჭს, რომელიც გულებს ავსებს ❤

წყარო - https://goo.gl/Cqnqoz
No comments:
Post a Comment