Tuesday, October 25, 2016

დათო კალანდაძის ფოტოისტორია


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისების მხარდაჭერისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ადვოკატირებისთვის National Geographic Magazineფოტოგრაფის Ami Vitale ფოტოისტორიების კვირეული გრძელდება.
Open Society Foundations მორიგ ფოტოისტორიას აქვეყნებს.
🎉 დათუნას ჯადოსნური დღე
”ბამბის ნაყინისა და ატრაქციონების გარეშე არ სრულდება ზღაპრული დღე.
თბილისში საქართველოში, ხელი ხელს საოჯახო ტიპის საცხოვრისებში შთაბეჭდილებებით სავსე კვირა გავატარე ზაფხულში. სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ვიღებდი, რომლებიც ინსტიტუციებში ცხოვრების ერთფეროვნების შემდეგ იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას.
ორგანიზაციის ”ხელი ხელს” მიზანია დაეხმაროს ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობით ინსტიტუციებიდან გამოსვლაში შეუქმნას მზრუნველი გარემო და მხარი დაუჭიროს მათ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე”

გიორგი ალიაშვილის ფოტოისტორია




"შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრება არ ნიშნავს იცხოვრო მხიარულების, შინაარსის და ბედნიერების გარეშე. ამ ზაფხულს საინტერესო კვირა გავატარე ისეთ ადამიანთან, როგორიცაა გიორგი, არასამთავრობო ორგანიზაციაში „ხელი ხელს“, თბილისში, სადაც აღვბეჭდავდი შშმ პირების ისტორიებს, რომელთა ცხოვრებაც შინაარსიანია, რადგან ცხოვრობენ სახლებში და არა დიდ ინსტიტუციებში. „ ხელი ხელს “-ს მიზანია შექმნას მოსიყვარულე, ჯანმრთელი გარემო და დიდი ინსტიტუციებიდან გადმოიყვანონ ხალხი სახლებში, რათა მათ იცხოვრონ ნორმალურად"
ეს AMI VITALE-ა NATIONAL GEOGRAPHIC ფოტოგრაფი OPEN SOCIETY FOUNDATIONS-ის პროექტით, რათა გაგიზიაროთ ამ კვირის დავალება დინსტიტუციონალიზაციაზე და ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე პირებზე ზრუნვის შესახებ. მისი ფოტოპროექტის მასპინძელი ხელი ხელს ორგანიზაცია იყო.

მაია შიშნიაშვილი




ხელი ხელს "ღია საზოგადოება ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის" ცნობილი ფოტოგრაფი ემი ვიტალე სტუმრობდა.
ორგანიზაცია თავისი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ემი ვიტალეს ფოტოს ჩანაწერებით.
პირველი ჩანაწერი ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელ მაია შიშნიაშვილსა და მის შვილ ლევანს ეძღვნება:
"ლევანის სიყვარული მე მაძლევს ძალას, რომ ვიბრძოლო ცვლილებებისთვის. მან ჩამომაყალიბა მე ასეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ. როდესაც მე ვიღლები, ის მეხუტება და ეს დაღლაც ქრება და მე ვიწყებ ისევ ბრძოლას" - მაია შიშნიაშვილი
"ხელი ხელს" ორგანიზაციის მიზანია დიდი ინსტიტუციებიდან საოჯახო ტიპის გარემოში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების გადაყვანა. ისინი იწყებენ ნომრალურ ცხოვრებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთვებიან.
შესაძლებელია ისეთი მსოფლიოს შექმნა, სადაც პატივს ვცემთ შესაძლებლობებს, გვაქვს თავისუფლება, არჩევანი, ღირსება და ჩვენი ცხოვრების მართვის უფლება."

Sunday, October 16, 2016

პოლონელების მეორე ჯგუფის სტუმრობა


ხელი ხელს უცხოელი სტუმრების მიღებას განაგრძობს. 
ეს პოლონელების უკვე მეორე ჯგუფის სტუმრობაა.
ამჯერად, ჩვენი საოჯახო ტიპის თბილისის სახლებში გვესტუმრნენ.
ეს, ორივე მხარისთვის გამოცდილების გაზიარებისა და მომსახუების გაუმჯობესების კარგი შესაძლებლობაა

Tuesday, October 11, 2016

რთველი - ხელი ხელს



"ტელეკომპანია გურჯაანი" - ვეკო იაშვილის სიუჟეტი

სტატია ჟურნალ "ინდიგოს" საიუბილეო ნომერში - "ხელი ხელს"

      ეს ჟურნალ ინდიგოს საიბილეო ნომრის ყდაა. ამ ნომერში მოხვდა სტატია ჩენი საოჯახო ტიპის საცხოვრებლებზე.
სტატიის ავტორი ნათია ახალაშვილი
 



ჩვენ ერთ მზეს ვუმზერთ


10 ოქტომბერი ფისქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

Monday, October 10, 2016

ფსიქიკური დაავადება


10 ოქტომბერი ფისქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა.

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირია და მდგომარეობების ფართო სპექტრს, უბრალო „შიშებით“ (ფობიებით) დაწყებული სერიოზული ფსიქიკური პრობლემებით დამთავრებული (შიზოფრენია, დეპრესია, მანიაკურ-დეპრესიული სინდრომი...), მოიცავს.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აღენიშნება.  საქართველოში კი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 78 ათასზე მეტი შემთხვევაა აღნუსხული.   

მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაემართოს სხვას, მაგრამ არა „მე“:
გლობალურად, თითქმის ყოველი მეოთხე ოჯახი გარკვეული თვალსაზრისით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პირისპირ დგას:  ასაკი, კულტურა, რასა, სქესი, რელიგია, განთლება თუ ფინანსური მდგომრეობა ფსიქიკური დაავადებებისთვის შემზღუდველ ფაქტორს არ წარმოადგენს. არავინაა დაზღვეული დაავადებისაგან, რომელიც სტატისტიკურად 4-დან 1 ადამიანს ცხოვრების ამათუიმ ეტაპზე უვლინდება.       ეს არის პრობლემა, რომელიც გვეხება ყველას - მე, შენ და მას!
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე:

პრობლემის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით, 1992 წლიდან ყოველწლიურად, 10 ოქტომბერს, აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მსოფლიოს მასშტაბით მხარდამჭერი ღონისძიებების მობილიზება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღის თემაა – პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც ამავდროულად სოციალურ მხარდაჭერასაც მოიაზრებს. 
ფსიქიკური ჯანრთელობის მქონე ადამიანების მიმართ  საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და სიყვარული ის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია, რომელიც განაპირობებს ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული სტერეოტიპებისა და სტიგმის მსხვრევას, რაც პირდაპირ აისახება მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის და  ცხოვრების ხარისხის  გაუმჯობესებაზე. 


ავტორი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

Wednesday, October 5, 2016

"ხელი ხელს" ჟურნალ "ინდიგოს" საიუბილეო ნომერში


ადამიანებს ხშირად ადამიანებთან ურთიერთობა ყველაფერს ურჩევნიათ
ხელი ხელს, გურჯაანის საოჯახო ტიპის სახლის მცხოვრებლებმა ჟურნალ "ინდიგოს" ჟურნალისტს, ნათია ახალაშვილს Natia Akhalashvili გული წიგნივით გადაუშალეს.
კითხვებითაც აავსეს, პასუხებითაც, ქათინაურებითაც და თავიანთი ამბებითაც.
ასე, სავსე გულით დაწერილი ამბავია აქ გამოფენილი
იპოვეთ ხელი ხელს, სხვა ცვლილებებისმოყვარე ადამიანებთან და ამბებთან ერთად, ჟურნალ ინდიგო • Indigo-ს საიუბილეო "თავდაყირა" ნომერში

Monday, October 3, 2016

მაჟორიტარობის კანდიდატის სტუმრობა თბილისში


ხელი ხელს საოჯხაო ტიპის სახლს, მუხიანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობერიძე ესტუმრა.
ჩვენმა ბენეფიციარებმა სტუმარს თავიანთი ფიქრები და კითხვები გაუნაწილეს.
ერთი საოჯახო ტიპის გარემოსა და თავშესაფრების სხვაობაზე ელაპარაკა, მეორემ სწავლის ამბები უამბო, მესამემ თავისი მომზადებული ჩაი მიართვა. სტუმარმასპინძლობას “ხელი ხელს” საოჯახო ტიპის სახლების დამფუძნებელი მაია შიშნიაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც საცხოვრებლის შექმნის, განვითარების, უნიკალური მოდელისა და საჭიროებების შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატს ინფორმაცია გაუზიარა.
უკვე მე-5 წელია ამ მომსახურების დაწყების, ზრდისა და განვითარებიდან. წინსვლა ნაბიჯ-ნაბიჯ თვალსაჩინოვდება. ახლა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი (შეიცარია, ყირგიზეთი, პოლონეთი) ჩვენი მომსახურების გამოცდილების გასაზიარებლად გვსტუმრობს და თავისთან გვეპატიჟება.
ამჟამად, “ხელი ხელს” 5 სახლში, გურჯაანსა და თბილისში, სულ 20 ადამიანი ცხოვრობს. მათმა უმრავლესობამ ჩვენი მომსახურების დახმარებით თავი თავშესაფარში გაბატონებულ იზოლაციას დააღწია და საზოგადოებას დაუბრუნდა, როგორც ამ საზოგადოების ღირსეული და თანასწორი წევრი. ისინი მხარდამჭერის მიღების გარდა თავადაც სწავლობენ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას
ჩვენი სახლის კარი ყველასთვის ღიაა, განურჩევლად, სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებისა.

პატივისა და გულისცემით,
“ხელი ხელს”