ეს დათოა, ნადირაძე. 27 წლის.
ახლა ახალი გამოწვევა აქვს და გულდაგულ ემზადება. ამაზე ცოტა ქვემოთ.
ახლა კი დასაწყისშივე მადლობა ვეტყვით დათოს “ხელი ხელს” რომ დაფუძნებიდან დღემდე, თითქმის 4 წლის განმავლობაში სიყვარულით ემსახურა. თავდაპირველად, 2 წელი ჩვენს ორგანიზაციაში მოხალისედ მუშაობდა. შემდეგ კი თავისი შრომითა და იდეებით ერთერთი გამორჩეული თანამშრომელი გახდა. მადლობა გულ-ხელ-ჩართულობისთვის, ემოციისთვის, იდეებისთვის, სწავლისა და განვითარების მუდმივი ძიებისთვის.
ახლა კი, ძალიან მალე, ჩვენი ერთგული ხელჩართული ოკეანეს სწავლა მოწყურებული გადაუფრენს. ის ამერიკის ერთერთ პრესტიჟულ სამხრეთ იუტას უნივერსიტეტში ხელოვნების ადმინისტრირებას ისწავლის, თან იმუშავებს. დათოს ამერიკაში სწავლასა და ცხოვრებას უნივერსიტეტი და განათლების საერთაშორისო ცენტრი დააფინანსებს.
საქართველოში დათო 3 სამსახურში მუშაობდა: პიარმენეჯერი - “პაციენტის უფლებებში”, დამფუძნებელი, დირექტორი Artinfo Georgia და კომუნიკაციის მენეჯერი “ხელი ხელს”
ნუ ვეძებთ გმირებს წლების შემდეგ. ისინი ჩვენი ხელის გაწვდენაზე, ჩვენს დროში არსებობენ.
ეს დათოა ნადირაძე 27 წლის, და ეს მხოლოდ გზის დასაწყისია! . ხელი ხელს ბანს აძლევს. ჩვენ ტაშით ვაცილებთ ხელიხელელ კოლეგას. ხელიხელმშვიდობისა
12.08.15 like ემოცია
No comments:
Post a Comment