Monday, August 17, 2015

ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა


ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმპ) უფლებებს “თვითნებურად” იცავს.
მან 3 წლის წინ ეტლიანი ადამიანის გამოსახულებით სამკერდე ნიშანი დაამზადა, რომელსაც გულით ატარებს.
მძღოლებს, რომლებიც ეტლით მოსარგებლის ავტოსადგომზე მანქანას აჩერებენ, შშმ პირების უფლებებს უხსნის, თავს მათ დამცველად აცნობს და მანქანის გადაყენებას თხოვს. ურჩი მძღოლებისთვის “სითი პარკში” რეკავს.
საზოგადოების წევრებზე ზრუნვა გადამდები აღმოჩნდა. რამდენიმე ადამიანმა ფოტოგრაფს სამკერდე ნიშანი თხოვა. ქალაქში ეტლით მოსარგებლეთა უფლებების დაცვა სხვებმაც აქტიურად დაიწყეს.


ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმპ) უფლებებს “თვითნებურად” იცავს -
- ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა




პატივისა და გულისცემით, გიორგი ლიპარიშვილი "ხელი ხელს"

No comments:

Post a Comment