Friday, August 28, 2015

ეს ცისანაა


ეს ცისანაა, დაგინახავს, ისე გაჩნდება შენთან აზრზე მოსვლას ვერ მოაწრებ. მოვა, მორცხვად შემოგხედავს, მერე თვალებს დახრის და ბოლოს კი ჩაგეხუტება და გეტყვის მიყვარხარო. მერე კი იწყებს მოყოლას, იცი წუხელ ფეხი მტკიოდაო, მერე მუცელიო, ან კბილიო, ან რაღაცას დავეჯახეო და მეტკინაო.. სულ ვღელავდი ამ ამბების მოსმენისას. მერე კი მივხვდი, "ტკივილი" მხოლოდ ფორმაა სინამდვილეში რაც უნდა ის რომ მიიღოს: შენი ყურადღება უნდა, შენი მოფერება, შენი სითბო - სულ ერთი ბეწო, იმის მეათასედი რასაც თვითონ გასცემს.

Tuesday, August 25, 2015

მრავალფეხა ლამაზმანი



ცნობილ სპორტსმენს, მოდელს, მსახიობსა და ორატორს ეიმი მალინზს 12 წყვილი "ფეხი" აქვს.

ორგზის რეკორდსმენი ატლანტის პარაოლიმპიურ თამაშებში (სირბილი და სიგრძეზე ხტომა, 1996 წ.), L’Oréal Paris სახეა. ჟურნალმა ”People-მა” კი  მსოფლიოს ულამაზესი ქალების სიაში შეიყვანა. მონაწილეობს სატელევიზო შოუებში, იღებენ ფილმებში (მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ...), საჯარო პრეზენტაციები აქვს Ted.com-სა და სხვა კონფერენციებზე. დამფუძნებელია რამდენიმე ფონდის...


დედის "გადარჩენილი ვარსკვლავი"


10 წლის ბიჭი, იტალიაში, ქალაქ ნეაპოლის ფაბრიკაში მუშაობდა და თან მომღერლობაზე ოცნებობდა.
მისმა პირველმა მასწავლებელმა ბავშვის აღტაცება “ჩააქრო:” - “შენ ვერ შეძლებ სიმღერას, საერთოდ არ გაქვს ხმა, იგი ქარის ზუზუნს უფრო წააგავს”.

Tuesday, August 18, 2015


ეს დათოა, ნადირაძე. 27 წლის.
ახლა ახალი გამოწვევა აქვს და გულდაგულ ემზადება. ამაზე ცოტა ქვემოთ.

ახლა კი დასაწყისშივე მადლობა ვეტყვით დათოს “ხელი ხელს” რომ დაფუძნებიდან დღემდე, თითქმის 4 წლის განმავლობაში სიყვარულით ემსახურა. თავდაპირველად, 2 წელი ჩვენს ორგანიზაციაში მოხალისედ მუშაობდა. შემდეგ კი თავისი შრომითა და იდეებით ერთერთი გამორჩეული თანამშრომელი გახდა. მადლობა გულ-ხელ-ჩართულობისთვის, ემოციისთვის, იდეებისთვის, სწავლისა და განვითარების მუდმივი ძიებისთვის.

Monday, August 17, 2015

ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა


ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმპ) უფლებებს “თვითნებურად” იცავს.
მან 3 წლის წინ ეტლიანი ადამიანის გამოსახულებით სამკერდე ნიშანი დაამზადა, რომელსაც გულით ატარებს.

Sunday, August 2, 2015

ხელი გულიდან იწყება


რამდენიმე დღის წინ ნიკ ვუჩიჩმა თავისი Facebook-ის გვერდზე ოჯახური ფოტოები
გამოაქვეყნა. ფოტოებს 3 მილიონზე მეტი მოწონება და 300 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.
ადამიანებს ფოტოს გარდა, მისი უსაზღვრო მოტივაცია მოწონთ.
32 წლის ავსტრალიელი ნიკ ვუჩიჩი კიდურების გარეშე დაიბადა. მისთვის ბევრჯერ უკითხავთ, როგორ შეუძლია გაიღიმოს ხელებისა და ფეხების გარეშე. მაგრამ