Thursday, April 23, 2015

რა არის დეინსტიტუციონალიზაცია?


რა არის ინსტიტუციები?

ინსტიტუციები ხანგრძლივი საცხოვრებლებია,  რომელიც აცალკევებს და გამოყოფს ადამიანებს მათი ფსიქიკური, ინტელექტუალური და შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების გამო. ინსტიტუციები ორგანიზებული კულტურის დამახასიათებელი ნიშანია. ინსტიტუციები ადამიანებს ადგილს მიუჩენს /ანაწილებს ჯგუფებში და ხელს უშლის ინდივიდუალიზმის განვითარებას, აიძულებს მასობრივ მკურნალობას და ეყრდნობა მომუშავე პერსონალსა და მაცხოვრებლებს/რეზიდენტებს შორის უთანასწორო მდგომარეობას ან სტატუსს. ინსტიტუციები ზღუდავს პირად საკუთრებას და აქვს ფიქსირებული განრიგი მაგალითად კვებისა და სეირნობისთვის - რომელიც ხშირად შეუსაბამოა მცხოვრებლების სურვილებსა თუ საჭიროებებთან.
ინსტიტუციების მცხოვრებლებს არ გააჩნიათ განცალკევებისთვის საჭირო პირადი სივრცე, მათ უნდა იცხოვრონ ისეთ ადამიანებთან, რომლებთან ცხოვრებაც მათ არ აურჩევიათ და შეიძლება არც მოსწონდეთ. ინსტიტუციისთვის არ აქვს მნიშვნელობა ზომას: მცირე მასშტაბშიც კი შეიძლება მუდმივად წესდებოდეს ასეთი პირობები.

რა არის დეინსტიტუციონალიზაცია და რატომ არის ის აუცილებელი?
დეინსტიტუციონალიზაცია არის მცხოვრებლების თანდათანობითი გადანაწილება ჩვეულებრივ დასახლებაში, ანუ თემში და თან ახლავს იმ მომსახურებების განვითარება, რომელებიც ახდენს საზოგადოებაში მათ ჩართვას (ინკლუზიას), სთავაზობს პერსონალურ
დახმარებას, მხარდაჭერასა და კოორდინაციას. ასე რომ, ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ.

ზოგიერთ ინსტიტუციას შეუძლია განიცადოს ცვლილება და აქციოს საკუთარი თავი  მომსახურების მიმწოდებლად: დახუროს ინსტიტუცია, გადაიყვანოს პერსონალი საოჯახო ტიპის მომსახურებაზე, დღის სერვისის განვითარებასა და ინდივიდუალურ მხარდაჭერაზე. მხარდაჭერა გულისხმობს აგრეთვე ტრანსპორტირებას, სამუშაო ადგილის მოძებნას, მიხმარებას სამუშაო ადგილზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების აღზრდაში მონაწილეობასმთელ მსოფლიოში კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები უკეთ ხდებიან (PDF) როდესაც ტოვებენ ინსტიტუციებს (თითქმის გამონაკლისის გარეშე).
შეზღუდული შესაძლებლობების გამო სეგრეგაცია ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევაა. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია არის კანონიერი ძალის მქონე საერთაშორისო იარაღი, რომელიც აწესებს სტანდარტებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებზე. კონვენციის თანახმად -  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს აქვს უფლება, სხვებთან თანასწორად და საკუთარი არჩევანის შესაბამისად იცხოვრონ საზოგადოებაში.“ ასევე, ეს კონვენცია სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ბინაზე ინსტიტუციური თუ სხვა მომსახურების ფართო სპექტრი, მათ შორის, სახლში მხარდაჭერის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმისთვის საჭირო და იზოლაციის, განცალკევების პრევენციისათვის აუცილებელი ინდივიდუალური დახმარება. ქვეყნების უმეტესობა ეთანხმება ამ კონვენციას და მათმა უმეტესობამ რატიფიცირება მოახდინა.

რატომ არ უნდა გავუუმჯობესოთ ინსტიტუციებს პირობები, რომ უფრო ჰუმანურები გავხადოთ?
სანამ საზოგადოებრივი ინსტიტუტების კრიტიკის უმეტესი ნაწილი ფოკუსირებულია მოვალეობის ცუდად შემსრულებელ დაწესებულებებზე ან უგულებელყოფისა და აბუჩად აგდების საშინელ პრაქტიკაზე, რეალური პრობლემა - ინსტიტუციონალიზაციის კულტურა უკან გვრჩება. მაშინაც კი, როდესაც ფიზიკური გარემო კარგია, ინსტიტუციები ართმევს ინდივიდს ნამდვილ თავისუფლებას, გამოყოფს საზოგადოებისგან, ახშობს ინდივიდუალური არჩევანისა და პერსონალური გამოხატვის საშუალებას, ავითარებს იმ აზრს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები განსხვავებულნი არიან და ამიტომ ცალკე უნდა ცხოვრობდნენ (მ.შ.) და მათ არ შესწევთ უნარი დაიკავონ ადგილი საზოგადოებაში.

ზოგიერთი ადამიანისთვის ინსტიტუცია უკეთესი ადგილი არაა ვიდრე საზოგადოება?
ყველას, მათაც კი ვისაც შეზღუდული აქვთ ინტელექტუალური უნარებიშეუძლიათ ცხოვრება საზოგადოებაში სწორად გაწეული დახმარების და მხარდაჭერის საშუალებით. მონაცემები გვიჩვენებს, რომ საზოგადოების მხრიდან ხარისხიანი მომსახურებებს მივყავართ მაღალი ინდივიდუალური კმაყოფილებისა და სოციალური ჩართულებისკენ.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის (დაწესებულებებიდან გამოყვანის და საზოგადოებაში ჩართვის) პროცესი მარტივია. ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის დაწესებულებაში ცხოვრების გარდა სხვა ცხოვრებისეული გამოცდილება უცნობია. მათი არსებული გამოცდილება და არჩევანი ძალიან შეზღუდულია, როგორც ნებისმიერი ადამიანის, ვინც განიცდის ძლიერ ცვლილებებს. ასე რომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც სჭირდებათ დახმარება საზოგადოებაში ჩართვის პროცესში.


ინსტიტუციების გარდა, საზოგადოებაზე დამოკიდებული სხვა ალტერნატივებიც ასევე პრობლემატურია?
ინსტიტუციის არსებობის კულტურის გაქრობა ისევე მნიშვნელოვანი,ა როგორც თვითონ დაწესებულებების გაუქმება. ნებისმიერი მომსახურება, რაც არსებობს საზოგადოებაში, რომელიც ხელს უშლით შშმ პირებს გააკეთონ თავისუფალი არჩევანი, იმოქმედონ საკუთარი შეხედულისამებრ, ან ის რაც გამოყოფს მათ საზოგადოებისგან, შეგვიძლია განვიხილოთ ისევე, როგორც - დაწესებულება.


შეიძლება, რომ ზოგი სათემო-საოჯახო ტიპის ალტერნატივა იყოს ისევე პრობლემური, როგორც ინსტიტუცია?
ინსტიტუციების დემონტაჟი ის ამოცანა არაა, რომელზეც თანხები უნდა დაიზოგოს. ნებისმიერი მომსახურება, რომელიც საზოგადოებაშია და არ აძლევს უფლებას შშმ ადამიანებს მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ ცხოვრებაზე, მოიქცნენ საკუთარი შეხედულებებისამებრ, ან განაცალკევებს, თუნდაც ზღუდავს მათ, უკვე ინსტიტუციაა!

საოჯახო ტიპის საცხოვრებლები უფრო ძვირი არ ჯდება?
დეინსტიტუციონალიზაცია არაა ხარჯების შემცირების საცდელი პრაქტიკა; ესაა გზა იმაში დასარწმუნებლად, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცული და მხარდაჭერილია. აქედან გამომდინარე, არასწორი შეხედულებაა, რომ თემზე და ოჯახზე დაფუძნებული სერვისები უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე დაწესებულებების ხარჯები. კენტის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) კვლევის მიხედვით, ინსტიტუციის ხარჯები უფრო დაბალია, ვიდრე სათემო-საოჯახო ტიპის მომსახურების ნებისმიერი მოდელის. სხვა კვლევა კი აჩვენებს, რომ ინსტიტუციური მოვლა უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე საოჯახო ტიპის მომსახურება და მხარდაჭერა.

დეინსტიტუციონალიზაცია უსახლკაროებს და კრიმინალს წაახალისებს?
როცა მთავრობები ხურავენ ინსტიტუციებს ადეკვატური საოჯახო ტიპის საცხოვრისების განვითარების გარეშე, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითია გასახსენებელი, სადაც  ინსტიტუციის მცხოვრებლების უმეტესობას არ გააჩნია არც უნარები, არც საჭრო მხარდაჭერა, რომ შეიქმნან დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო ცხოვრება საზოგადოებაში. ამის გამო საცხოვრისის, დასაქმების, სოციალური აქტივობების და ნაცნობ-მეგობრების გარეშე ინსტიტუციებიდან გამოსული ადამიანები შეიძლება საზოგადოებისგან გამოთიშულ ადამიანებად გადაიქცნენ.
ადეკვატური სათემო-საოჯახო ტიპის მომსახურებების განვითარება ყოველთვის ინსტიტუციების დახურვის პარალელურად უნდა განვითარდეს. არარეალურია და არც გამართლებული იმის მოლოდინი, რომ ადამიანები, რომლებმაც ცხოვრების დიდი ნაწილი იზოლირებულებმა გაატარეს ინსტიტუციებში,  გამოვიდნენ პირდაპირ საზოგადოებაში და წარმატებულები გახდნენ საჭირო მხარდაჭერის გარეშე.

როგორ უჭერს მხარს ღია საზოგადოების ფონდები დეინსტუტიციონალიზაციას?
ბოლო ორი ათწლეულია, ღია საზოგადოების ფონდები მხარს უჭერენ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ინსტიტუციების დახურვის მოთხოვნას და  თემსა და ოჯახზე დაფუძნებული მომსახურების განვითარებას ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაშიუფრო დეტალურად:
  • მათ მხარი დაუჭირეს თემზე დაფუძნებული მომსახურების მიწოდების განვითარებას, როგორიცაა ორგანიზაცია „ხელი ხელს“ საქართველოში. მან დააფუძნა კავკასიაში პირველი  საოჯახო ტიპის საცხოვრებლის სერვისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთათვის. მათ შორის გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ადამიანებისთვის;
  • უზრუნველვყავით რეგიონში ცალკეული ქვეყნების დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა, რათა დავეხმარებოდით მათ თემზე დაფუძნებული მომსახურების (საოჯახო ტიპის საცხოვრებლის), როგორც ინსტიტუციების საუკეთესო ალტერნატივის განვითარებაში. მათ შორის, ხუთი წელია ვთანამშრომლობთ ხორვატიის მთავრობასთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორი უდიდესი ინსტიტუციიდან საოჯახო ტიპის საცხოვრებლებში გადმოსაყვანად;
  • მხარი დავუჭირეთ თვით-ადვოკატირების ჯგუფების განვითარებას შეზღუდული შესაძლებლობების პირთა გააქტიურების მიზნით, რათა მათ ეფექტურად შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა. მათ შორის, შრომის უფლებების, საზოგადოებაში ცხოვრების, ხმის მიცემის და სხვა
  • და მხარი დავუჭირეთ ორგანიზაციებს, გაეწიათ მონიტორინგი ევროკავშირის ფონდებისთვის, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ წევრი სახელმწიფოები არ ხარჯავენ ევროკავშირის სახსრებს ინსტიტუციების განვითარების ან შენარჩუნების მიზნით.



No comments:

Post a Comment